სასტუმრო “რიქსოსი”- მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება

საქართველოში, ბორჯომში  მდებარე სასტუმრო “რიქსოსი” საკუთარ სტუმრებსა და დამსვენებლებს უმაღლესი დონის მსოფლიო კლასის მომსახურებას სთავაზობს.

ბორჯომი ტურისტული და დასასვენებელი ქალაქია სამხრეთ-ცენტრალურ საქართველოში, რომელიც  უნიკალური სამკურნალო-გამაჯანსაღებელი მინერალური წყლებითაა ცნობილი. ეს მინერალური წყალი  ქვეყნის მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც თავისი გამორჩეული თვისებების გამო დიდი პოპულარობით სარგებლობდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში.  ქალაქს ხშირად სტუმრობდნენ ადამიანები, რომელთაც ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან, უბრალოდ, მშვიდ გარემოში დასვენება სურდათ. ასევე ბორჯომში მდებარეობს  ყველაზე დიდი ბუნებრივი ტყე-პარკი კავკასიის რეგიონში, რომელიც ეკოლოგიური პროფილის გარდა, თავისი მშვენიერებითა და ჩინებული კლიმატით იზიდავს სტუმრებს.

თუ მოისურვებთ, ლიკანის შუაგულში მდებარე სასტუმრო “რიქსოს ბორჯომშიდაისვენოთ, საქართველოს დედაქალაქის,  თბილისის  საერთაშორისო აეროპორტიდან სულ რაღაც 177 კმ უნდა გაიაროთ.

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე ბორჯომის წყალი რუსეთის იმპერიის, ანუ მეფის რუსეთის ეპოქიდან მოყოლებული, ძალზე პოპულარულია და ბორჯომიც ამ დროიდან დასვენების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა. სასტუმრო “რიქსოსის” ტერიტორიაზე მდებარეობს რომანოვების ულამაზესი საზაფხულო სასახლე. ეს ცნობილი არქიტექტურული ძეგლი სწორედ რუსეთის სამეფო ოჯახის წევრების სამყოფელი გახლდათ და ისინი ბორჯომს დასვენება-გაჯანსაღებისათვის ხშირად სტუმრობდნენ. დღესდღეობით ამ უმშვენიერეს პარკშია განთავსებული ხუთვარსკვლავიანი კეთილმოწყობილი სასტუმრო, რომელსაც უნაკლოდ აღჭურვილი ჯანმრთელობის ცენტრი გააჩნია. 

ალბათ ნიშანდობლივია, რომ სწორედ “რიქსოსი”, დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სასტუმრო-ბრენდი, გთავაზობთ თავის მომსახურებას მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქვეყნის გამორჩეულ და ცნობილ ქალაქში.

სასტუმრო “რიქსოს ბორჯომი” 2015 წლის თებერვალში გაიხსნა. სასტუმროს გააჩნია ძვირადღირებული ფუფუნების სერვისის ტრადიცია, რომელიც ნათლად ჩანს სლოგანში: “ნუ ელი ნაკლებს”.

ბორჯომის სასტუმრო “რიქსოსში”სტუმრებს მართლაც გამორჩეული კომფორტი ელოდებათ. აქ თანამედროვე დიზაინის სტილში მოწყობილი ყველა ოთახი სიმშვიდის მომგვრელ, მომნუსხველ, წიწვოვანი ხეებით დაფარულ  მთებს გადაჰყურებს. თერაპიული თვისებების მქონე წყალი კი ამ ადგილის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, თუმცა, ჯანმრთელობის ცენტრის მომსახურების გარდა, სასტუმრო თავის სტუმრებს სთავაზობს სპა მასაჟს, თურქულ აბანოს, საუნას, ფიტნესის ოთახს, “რიქსი კლუბს” VIP სტუმრებისათვის და “წყლის თაღს” ბუნებრივი მინერალური წყლით.

ისტორიულ ადგილთა სიმრავლე, მრავალფეროვანი ღონისძიებები, სეზონური სპორტის რამდენიმე სახეობა და ბევრი სხვა რამ იმის შესაძლებლობასაც იძლევა,  რომ თუკი სურვილი გექნებათ, უფრო აქტიურად დაისვენოთ.

 “რიქსოსის” სტუმრების განკარგულებაშია სათხილამურო გზები, რომლებიც სასტუმროდან 20 წუთის სავალზეა  და ადგილზე მიყვანა თვით სასტუმროს მიერ შესანიშნავადაა ორგანიზებული.

აქ გურმანებისთვის  ღია ბუფეტთან ერთად სასტუმროს ორ რესტორანში A ‘la Carte მომსახურებაც არსებობს. რესტორანი “რიქსოსი”, რესტორანი და ბარი “ბაგრატიონი” სტუმრებს კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს და ერთ ჭერქვეშ აერთიანებს გემოს საერთაშორისო  სტანდარტებსა და  ადგილობრივ, ქართულ სამზარეულოს. სასტუმრო “რიქსოსის” ლობი ბარში კოქტეილების დიდი არჩევანია და აქვე შეგიძლიათ მიირთვათ სხვადასხვაგვარი ექსკლუზიური სასმელი; ხოლო მოყვარულები, ჭიქა კონიაკთან ან ვისკისთან ერთად, საუკეთესო ხარისხის სიგარებით ისიამოვნებენ. ეს ყველაფერი კი ორმაგად მიმზიდველი ხდება აქ შექმნილი ელეგანტური და ფერებით მდიდარი გარემოს გამო.

საქმიან სტუმრებსა და ორგანიზატორებს შეხვედრებისთვის სასტუმრო “რიქსოს ბორჯომი” სთავაზობს თანამედროვე აუდიო-ვიდეო საშუალებებით აღჭურვილ შესანიშნავ სივრცეს, რაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თქვენი საქმიანი გეგმების განხორციელებაში. 166 კვ. მ დარბაზი ნებისმიერი სახის ღონისძიების ჩასატარებლად შესანიშნავი ადგილია, მათ შორის, კვებისა და ლანჩ-ბრეიქებისათვის. სასტუმროს გარე ბაღებსა და საზაფხულო ტერასაზე ქორწილებისა და სხვა პირადი დღესასწაულების აღსანიშნავად ჩინებული გარემოა.

2000 წელს დაარსებული ძვირადღირებული სასტუმროების ქსელი “რიქსოსი” ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა მსოფლიო ბაზარზე. ამ ქსელის სპეციალიზაცია ხუთვარსკვლავიანი და ძვირადღირებული მომსახურებით უზრუნველყოფაა, რასაც ის  11 ქვეყნის 29 სასტუმროში ახორციელებს.

“რიქსოსი” ტრადიციული თურქული სტუმარმასპინძლობითა და სპა სერვისებში არსებული დიდი გამოცდილებით სწრაფად მზარდი ბრენდია. დუბაის ჯგუფი “რიქსოსი” ფლობს კურორტებს, ვილებსა და ქალაქის სასტუმროებს თურქეთის სხვადასხვა რეგიონში, ევროპაში, დსთ-ის ქვეყნებში, ჩრდილოეთ აფრიკასა და შუა აზიაში. მისი მთავარი კრიტერიუმი სასტუმროების ადგილმდებარეობის არჩევისას ისტორიული კონტექსტი და ჯანსაღი გარემოა.

6500-კაციანი პერსონალით სასტუმრო “რიქსოსმა” განავითარა მომსახურების ინოვაციური მეთოდი, რომელშიც ახალი და ძველი ერთმანეთს ერწყმის. უმაღლესი დონის უნიკალური მოსახურება, “რიქსოსის” ვილებში სტუმარზე ორიენტირებული ინდივიდუალური სერვისი პირადი მოსამსახურითა და კონსიერჟით - ეს ყველაფერი  სწორედ ის გახლავთ, რასაც  მსოფლიოს ბევრი გამორჩეული მოგზაური ირჩევს. “რიქსოსის” ყველა სასტუმროში განთავსებულია გამაჯანსაღებელი სპა ცენტრი განუმეორებელი თურქული აბანოთი, რომელიც არა მხოლოდ სპა მომსახურებას, არამედ სასურველ მენიუსა და განსაკუთრებულ გარემოს სთავაზობს სტუმარს.

თავისი სტუმართმოყვარეობის, ყურადღებიანი ინდივიდუალური მომსახურებისა და საუცხოო სამზარეულოს გამო “რიქსოსის” სასტუმრო აღიარებულია მსოფლიოს პროფესიონალი ექსპერტების მიერ და მიღებული აქვს ამერიკული ხუთვარსკვლავიანი ბრილიანტის ჯილდო, Conde Nast, მსოფლიო მოგზაურობის ჯილდო და ის პლანეტის უდიდეს სასტუმროთა შორის მოიხსენიება.

თუ სასტუმრო “რიქსოსს” ესტუმრებით, თქვენ განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტებით უზრუნველყოფა გარანტირებული გაქვთ; კლიენტის საუკეთესო მომსახურება მისი ყოველი სტუმრობის დროს “რიქსოსის” უმთავრესი პრინციპია.

“რიქსოსი” - ეს მართლაც დაუვიწყარი გამოცდილებაა.

 

წინა სტატია

საქსტატის ინფორმაციით საქართველოში უმუშევრობა მცირდება
27 მაისი, 2015

შემდეგი სტატია

TIFFANY-ს შთაგონება
28 მაისი, 2015
ყველაზე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები
რეიტინგი | ივლ, 16, 2018
ევროკავშირში თითქმის ორჯერ მეტი პროდუქცია გაგვაქვს, ვიდრე რუსეთში
საქართველო | ივლ, 19, 2018
მეორედ მოსვლა მეორედ წასვლისთვის
ფორბს-მოსაზრება | ივლ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა