წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

Forbes 2019 წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლების რეიტინგს აქვეყნებს. რეიტინგის შესადგენად 17 500 კურსდამთავრებულს შემდეგი კითხვა დაუსვეს: ღირდა თქვენი MBA ამად? ეს არც ისე მარტივი კითხვაა, თუკი გავითვალისწინებთ, რომ წამყვან ბიზნეს სკოლებში წლიური გადასახადი საშუალოდ $35 000–ია.

იმის გასაგებად, თუ რამდენად წარმატებული იყო სტუდენტების მხრიდან აღნიშნული ინვესტიცია სწავლაში, Forbes-მა კურსდამთავრებულების საშუალო ხელფასები გამოიყენა. კერძოდ, თუ რა მოცულობის ანაზღაურების მიღება შეძლეს მათ უნივერსიტეტის დამთავრებიდან 5 წლის განმავლობაში.

მსოფლიოს საუკეთესო არაამერიკულ 1–წლიან MBA პროგრამებში IMD ლიდერობს. 2018 წელს შვეიცარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება $200 000 იყო. მეორე ადგილზე სინგაპური უნივერსიტეტი Insead-ია, $195 000–იანი ანაზღაურებით. სამეულს კემბრიჯის უნივერსიტეტი ხურავს $183 000–იანი ანაზღაურებით. ამავე რეიტინგის ხუთეულში შედიან იტალიური SDA Bocconi და ბრიტანული ოქსფორდის უნივერსიტეტი – $165 000–იანი და $177 000–იანი საშუალო ანაზღაურებით.

რეიტინგის ათეულს ხურავს გერმანული მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლა (European School of Management and Technology – ESMT). ESMT Berlin-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი კავკასიის რეგიონში გახლავთ განათლების საკონსულტაციო ცენტრი PRIME STUDY.

რაც შეეხება ორწლიან პროგრამებს, არაამერიკულ ბიზნეს სკოლებში პირველ ადგილს ლონდონის ბიზნეს სკოლა იკავებს, რომლის კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება 2018 წელს $197 000 იყო; მეორე ადგილზე HEC Paris არის $145 ათასიანი ანაზღაურებით, სამეულს კი ესპანური IESE ასრულებს $160 ათასიანი ანაზღაურებით.

საუკეთესო ამერიკულ ბიზნეს სკოლებს შორის პირველ ადგილს Chicago (Booth) იკავებს, მეორე პოზიციაზე სტენფორდის უნივერსიტეტია, ხოლო სამეულს კი Northwestern (Kellogg) ასრულებს. ჰარვარდის უნივერსიტეტი მეოთხე პოზიციაზეა, მას ერთი საფეხურით ჩამოუვარდება Pennsylvania (Wharton).

ჩვენ გირჩევთ

სამუშაო ძალის კვალიფიციურობით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 8%-ით გაიზარდა

სამუშაო ძალის კვალიფიციურობით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

სამუშაო ძალის კვალიფიციურობით საქართველო მსოფლიოში 70-ე ადგილზეა

წინა სტატია

Ağustos ayında Gürcistanda otel fiyatları düşmeye başlamıştır
20 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

იანვარ-აგვისტოში ბანკების მოგება 8 პროცენტით გაიზარდა
23 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა