აგვისტოში პროდუქციის წარმოება 2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის აგვისტოშ,ი წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, 2%-ით გაიზარდა, ხოლო 2018 წლის აგვისტოსთან შედარებით 11.1%-ით არის გაზრდილი.

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ფასები 2%-ით გაიზარდა გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 1.6% პუნქტით აისახა. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა გაძვირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე - 2.6%-ით. 2.3%-ით გაძვირდა ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება 11.8%-ით გაძვირდა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (13.8%), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (9.2%), ტექსტილსა და საფეიქრო ნაწარმზე (11.3%). ელექტროენერგიის, წყლის და აირის წარმოება და განაწილება 1.1%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წარმოების ფასების ცვლილება გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით.

ჩვენ გირჩევთ

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

სებ–ი მონეტარული პოლიტიკის რიგგარეშე სხდომას გამართავს

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

წლის საუკეთესო ბიზნეს სკოლები

წინა სტატია

იანვარ-აგვისტოში ბანკების მოგება 8 პროცენტით გაიზარდა
23 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

$365 თითო ტურისტისგან – ტურიზმიდან შემოსავლები მცირდება
23 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა