საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ციფრული ხელსაწყო OPTIMO შეიქმნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა OPTIMO - თანამედროვე ციფრული ხელსაწყო ბიზნესის ოპტიმიზაციის, უკეთ მართვისა და განვითარებისთვის. აღნიშნული ხელსაწყო მორგებულია მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებზე და მიზნად ისახავს მათი სამუშაო პროცესების გამარტივებას. 

OPTIMO-ს თანამედროვე მოწყობილობა მასში ინტეგრირებული პროგრამული უზრუნველყოფით, მრავალფეროვანი ფუნქციონალითა და ანალიტიკით, ზრუნავს პარტნიორების განვითარებაზე. აძლევს მათ შესაძლებლობას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, მიიღონ უახლესი ინფორმაცია საკუთარი ბიზნესის მარაგების, შესყიდვების, გაყიდვების, შემოსავლებისა და მომგებიანობის შესახებ. 

“მოხარული ვართ, რომ OPTIMO-სთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალ შესაძლებლობებს ვქმნით. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესების არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, არამედ მათ ზრდასა და  სამომავლო განვითარებაზე ზრუნვა. OPTIMO მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ამარტივებს ბიზნესპროცესებს. ჩვენი მიზანიც ეს არის, ხელი შევუწყოთ ბიზნესებს გაძლიერდნენ, განვითარდნენ და მარტივად მართონ საკუთარი საქმიანობა”,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. 

OPTIMO მინიმალური დანახარჯებით, ბიზნესის წარმომადგენლებს აწვდის საჭირო ინფორმაციას და რჩევებს მათი ბიზნესის განვითარებისა და წინსვლისთვის, რაც პირდაპირპროპორციულია OPTIMO-ს წარმატებასთან. 

ჩვენ გირჩევთ

$365 თითო ტურისტისგან – ტურიზმიდან შემოსავლები მცირდება

ბიუჯეტში დღგ-ს და აქციზის გადასახადით მიღებული შემოსავალი შემცირდა

$365 თითო ტურისტისგან – ტურიზმიდან შემოსავლები მცირდება

$365 თითო ტურისტისგან – ტურიზმიდან შემოსავლები მცირდება

წინა სტატია

სახელმწიფოს ვალის მომსახურება 43 მლნ ლარით ეზრდება - ერთ–ერთი მიზეზი ლარის გაუფასურებაა
23 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

$16 378 თვეში - რა დაუჯდა "აწარმოე საქართველოში"-ს ოფისის ქირაობა 2014-2018 წლებში
24 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა