ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ენგურჰესის რეაბილიტაცია ჭიანურდება

ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისათვის საჭიროა მათი დროებით გაჩერება, რაც მიმდინარე წელს ვერ განხორციელდებოდა ენერგორესურსებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

ენგურჰესი რეაბილიტაციისთვის 2019 წელს აღარ გაჩერდება. მიზეზი ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოთხოვნაა. კერძოდ, როგორც 2019 წლის ბიუჯეტის დაკორექტირებულ ვერსიაში ვკითხულობთ, ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციისათვის საჭიროა მათი დროებით გაჩერება, რაც მიმდინარე წელს ვერ განხორციელდებოდა ენერგორესურსებზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით.

სწორედ ამიტომ, ელექტროგადამცემი ქსელების და ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტების ათვისების ტენდენციიდან გამომდინარე, ხდება რამდენიმე მილიონიანი რესურსების გამოთავისუფლება.

შეგახსენებთ, რომ „ენგურჰესი“ მისი გვირაბის რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვით უნდა გაჩერდეს. ჰესის გაჩერება ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, თუმცა ის რამდენჯერმე სხვადასხვა მიზეზით 2020–2021 წლებისთვის გადაიდო.

"ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, ადგილობრივი ჰესების სიმძლავრეები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, სწორედ ამიტომ, ქვეყანას ელექტრონეერგიის იმპორტი უწევს. ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება ერთის მხრივ სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების გამოცოცხლებასაც უკავშირდება, როგორიც ტურიზმის ინდუსტრიაა. ასევე, კრიპტოვალუტების მაინინგსაც, რომლითაც საქართველო მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ხუთეულში შედის. მსოფლიო ბანკი ასევე, ჯერ კიდევ გასულ წელს მიუთითებდა თავის დასკვნაში, რომ ქვეყანამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გაზრდილ ენერგომოხმარების დაბალანსებას.

გარდა იმისა, რომ საქართველო სულ უფრო მეტად ხდება ენერგოდამოკიდებული ისეთ ქვეყანაზე როგორიც რუსეთია, რომელსაც საკუთარი ენერგორესურსები არაერთხელ გამოუყენებია სხვადასხვა ქვეყნებში პოლიტიკური გავლენების მოსაპოვებლად. გაზრდილი იმპორტი აწვება ლარის კურსსაც.

საქართველო ელექტროენერგიას დოლარში ყიდულობს, არასტაბილური ლარის კურსის პირობებში კი, ეს ენერგოკომპანიების ტარიფებზე აისახება – ზრდის მიმართულებით.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება და თუკი მას ადგილობრივი გენერაცია ვერ დაეწევა.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიანი დოკუმენტის მიხედვით, მოხმარების ზრდის ზომიერი პროგნოზი 5%-ია, ოპტიმისტური კი - 7%.

იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი ელექტროსადგურები დროულად აშენდება, დღეს თუ საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4166 მგვტ-ია, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ვარაუდობენ, რომ 10 წლის შემდეგ ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად გაორმაგდება და 8700 მეგავატს გადააჭარბებს. აქ ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 73%-მდე გაიზრდება, მზის და ქარის ენერგიები კი 10%-ით იქნება წარმოდგენილი ენერგოსისტემაში.

ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი,ზეკარი, ანდეზიტი, საშუალა ჰესი ერთი და საშუალა ჰესი ორი, – ეს იმ ობიექტების მცირე ჩამონათვალია, რომელიც გასულ ან მიმდინარე წელს უნდა ამუშავებულიყო. ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდებოდა.

ჩვენ გირჩევთ

$16 378 თვეში - რა დაუჯდა

$16 378 თვეში - რა დაუჯდა "აწარმოე საქართველოში"-ს ოფისის ქირაობა 2014-2018 წლებში

$16 378 თვეში - რა დაუჯდა

$16 378 თვეში - რა დაუჯდა "აწარმოე საქართველოში"-ს ოფისის ქირაობა 2014-2018 წლებში

წინა სტატია

$16 378 თვეში - რა დაუჯდა "აწარმოე საქართველოში"-ს ოფისის ქირაობა 2014-2018 წლებში
24 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

KFW საქართველოს ენერგეტიკის დარგის განვითარებისთვის 8.4 მლნ ევროს გამოყოფს
24 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა