საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს

საქართველოს ბანკი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, სოციალური საწარმოს პროექტების განხორციელებისთვის, რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს. 

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს საქართველოში სოციალური საკითხების მოგვარებას, შშმ პირების დასაქმებას. ეს მიზანი კი წარმატებული სოციალური საწარმოების შექმნისა და  მეწარმეობის განვითარების გზით მიიღწევა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სოციალური საწარმოს ის პროექტი, რომელსაც ორმაგი მიზანი ექნება. ეს არის  ეკონომიკური და სოციალური მიზანი. კონკურსში გამარჯვების მოსაპოვებლად პროექტის ეკონომიკური მიზანი უნდა იყოს უფრო მნიშვნელოვანი მიზნის − სოციალური კეთილდღეობის  მიღწევა. 

საქართველოს ბანკი 2017 წლიდან ახორციელებს სოციალური საწარმოების დაფინანსებას, ამ დრომდე ჯამში 15 სოციალური საწარმოა შექმნილი, რომელიც ბანკმა 650 000 ლარამდე თანხის მოცულობით დააფინანსა. თითოეული საწარმოს შექმნა  50 000 ლარით ფინანსდება. 

11 სოციალური საწარმო უკვე სრულყოფილად ფუნქციონირებს, ხოლო 2019 წლის ბოლომდე დამატებით  4 ახალი სოციალური საწარმო გაიხსნება. 

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით განაცხადების მიღება 25 სექტემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს 18:00 სთ-ზე დასრულდება. დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება ღია კარის დღეები და ინდივიდუალური შეხვედრები. 

განაცხადის შევსება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფონდ სიცოცხლის ხის ვებ-გვერდზე: www.tree.ge

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ციფრული ხელსაწყო OPTIMO შეიქმნა

საქართველოს ბანკმა Commerzbank-ისგან STP ჯილდო მიიღო

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ციფრული ხელსაწყო OPTIMO შეიქმნა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ციფრული ხელსაწყო OPTIMO შეიქმნა

წინა სტატია

R&D საქართველოში - რომელ მიმართულებებს იკვლევენ ყველაზე ხშირად ქართველი მკვლევარები
25 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Tbilisi Hills Golf & Residences - ქალაქი სიმწვანეში
25 სექტემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა