აგვისტოში ლარში განთავსებული დეპოზიტები შემცირდა, უხცოურ ვალუტაში კი გაიზარდა

აგვისტოში ლარში განთავსებული დეპოზიტები შემცირდა, უხცოურ ვალუტაში კი გაიზარდა

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან (ივლისთან), შედარებით საქართველოს კომერციულ ბანკებში ლარში განთავსებული დეპოზიტები 7 მლნ ლარით შემცირდა. უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტები კი 142 მლნ დოლარით გაიზარდა. შედაგად, აგვისტოს ბოლოს, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 64.1% შეადგინა. ივლისის ბოლოს დოლარიზაცია 63.7%, ხოლო ერთი წლის წინ 62.9% იყო. ჯამში, უცხოურ ვალუტაში 16.9 მილიარდი ლარის, ხოლო ლარში 9.4 მილიარდი ლარის დეპოზიტია განხორციელებული.

2018 წლის პირველ სექტემბერთან შედარებით, 2019 წლის პირველ სექტემბერს ლარში განთავსებული დეპოზიტები 988 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში დეპოზიტები 184 მლნ დოლარით.

2019 წლის პირველი სექტემბრის მონაცემებით, დოლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 2.9%-ია, ერთი წლის წინაც 2.9% იყო. ლარში განხორციელებულ დეპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 7.8%-ია, ერთი წლის წინ 8.2% იყო.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *