აგვისტოში ლარში გაცემული სესხები 323 მლნ ლარით გაიზარდა

აგვისტოში ლარში გაცემული სესხები 323 მლნ ლარით გაიზარდა

2019 წლის აგვისტოში, წინა თვესთან (ივლისთან) შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მიერ ლარში გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარეშე) 323 მლნ ლარით, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები 13 მლნ დოლარით გაიზარდა. პირველი სექტემბრის მდგომარეობით, ორივე ვალუტაში ერთად 29.8 მილიარდი ლარის სესხია ბანკების მიერ გაცემული, საიდანაც უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების წილი 55.7%-ია. ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი 55.5% იყო.

აგვისტოში ბანკების მიერ გაცემული სამომხმარებლო სესხები 9 მლნ ლარით გაიზარდა. ზრდა ძირითადად ლარში გაცემულ გრძელვადიან სესხებზე მოდის. ლარში გაცემული გრძელვადიანი სამომხმარებლო სესხები 37 მლნ ლარით გაიზარდა, როცა მოკლევადიანები 5 მლნ ლარით შემცირდა.

ბოლო ერთ წელიწადში ლარში გაცემული სესხები 2.3 მილიარდი ლარით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხები კი 383 მლნ დოლარით.

2019 წლის აგვისტოში, ივლისთან შედარებით, ლარში გაცემულ სესხებზე წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 0.1% პუნქტით გაიზარდა და 14.3% შეადგინა, ხოლო უცხოურ ვალუტაში არ შეცვლილა და ისევ 7.1%-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *