TBC: თუკი ლარი არ გამყარდება, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის კვლავ ზრდაა მოსალოდნელი

TBC მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთის ზრდას ელოდება. როგორც ბანკში აღნიშნავენ, თუკი ლარის კურსი არ გამყარდება, 23 ოქტომბერს სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის.

შეგახსენებთ, რომ 25 სექტემბერს სებ-ის რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით, 7.5 პროცენტამდე, გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

მიზეზად ინფლაციაზე ლარის ზეწოლა დასახელდა. ამასთან, სებ-მა ლარის დასასტაბილურებლად ინტერვენციებიც დაანონსა.

"ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული დონე კვლავ მნიშვნელოვან ინფლაციურ ზეწოლას ქმნის", – აღნიშნავენ სებ–ში. 40 მლნ დოლარს ეროვნული ბანკი ბაზარს 27 სექტემბერს მიაწვდის.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი დოლარის ღირებულება 2.9808 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსზე 0.71 თეთრით გაუფასურებული მაჩვენებელია. დოლარის მიმართ ლარი რეკორდულად მაღალ დონეზეა გაუფასურებული. ლარი გამყარდა ევროსთან და ერთი ევროს ფასი 3.2571 ლარი გახდა, რაც დღეს მოქმედ კურსთან შედარებით, 1.13 თეთრით გამყარებული მაჩვენებელია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები 27 სექტემბრიდან შევა ძალაში.

ჩვენ გირჩევთ

ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

დოლარის კურსი 3 ლარს მიუახლოვდა, ეროვნული ბანკი 40 მილიონ დოლარს ყიდის

ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

ლარის ახალი ანტირეკორდი - ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9808 ლარი გახდა

წინა სტატია

Best Annual Report and Transparency Award
26 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

En iyi mali raporlamaya sahip olan şirketler ortaya çıkacak
26 სექტემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა