საქართველოს ბანკის ორგანიზებით საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ბანკის ინიციატივით, დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით, საქართველოს  საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა უცხოელი ინვესტორებისა და პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოს, როგორც ყველაზე ლიბერალური საგადასახადო სისტემის, სტაბილური მაკროეკონომუკური გარემოსა და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნის გაცნობა. ინვესტორებმა მიიღეს ინფორმაცია საბანკო სექტორისა და უძრავი ქონების ბაზრის შესახებ, საქართველოში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე და დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებზე. 

“საქართველოს ბანკის უნიკალური შეთავაზება ჩვენი დაგროვილი ქონების მართვის კლიენტებისთვის, სტაბილურობასა და მიმზიდველ ამონაგებთან ერთად, არის ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ინვესტირება ჰქვია. ამ მიმართულებით დიდია ინტერესი ჩვენი კლიენტების მხრიდან, რაც საქართველოს საბანკო სისტემისადმი მაღალ ნდობაზე და საქართველოზე, როგორც ინვესტირებისთვის მიმზიდველ ქვეყანაზე მეტყველებს. მე მოხარული ვარ, რომ გვქონდა შესაძლებლობა ინვესტორებისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია საქართველოში საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. ჩვენი მიზანია, გავაცნოთ ჩვენს არსებულ თუ პოტენციურ პარტნიორებს საქართველო - როგორც მზარდი ეკონომიკის და განვითარებაზე ორიენტირებული მიზნების მქონე ქვეყანა “, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.  

საქართველოს ბანკი დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებით 2005 წლიდან მუშაობს. ბანკი მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი ქვეყნის მომხმარებელსა და მის ოჯახს ემსახურება. საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და დიდ ბრიტანეთში წარმომადგენლობითი ოფისების საშუალებით ოპერირებს.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს

საქართველოს ბანკი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას განაგრძობს

საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს

საქართველოს ბანკი სოციალური მეწარმეობის რიგით მეექვსე კონკურსს დააფინანსებს

წინა სტატია

მედიაში ყველაზე აქტიური 20 კომპანია
27 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

2014 წელს რექტორმა საკუთარი თავისგან წიგნები თსუ–ს ბიუჯეტიდან 24 000 ლარად შეიძინა
27 სექტემბერი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა