"ლოპოტამ" საპარტნიორო ფონდისგან აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა

შპს ლოპოტამ საპარტნიორო ფონდისგან საკუთარი აქციები 5.9 მლნ დოლარად გამოისყიდა.

საპარტნიორო ფონდმა "ლოპოტა ინვესტმენტთან" პარტნიორთა შეთანხმებას ხელი 2017 წელს მოაწერა, რომლის მიხედვითაც, ფონდმა ერთობლივად დაფუძნებულ კომპანიაში (შპს ლოპოტა) 5,400,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.

დაფინანსება სასტუმროს გაფართოვებას მოხმარდა. ლოპოტას სასტუმრო კომპლექსი გაფართოებამდე 102 სასტუმრო ოთახს მოიცავდა. განახლებული ლოპოტას დამატებით 84-ნომრიანი სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა, 600-ადგილიანი ღონისძიებების დარბაზი, რესტორანი, ბუნგალო, ფიტნეს კლუბი, დახურული და ღია საცურაო აუზები შეემატა.

შპს "ლოპოტა ინვესტმენტმა" კახეთში, სოფელ ნაფარეულში, ლოპოტას ტბაზე მდებარე სასტუმრო კომპლექსის - „ლოპოტა“ განვითარება 2007 წელს დაიწყო.

ჩვენ გირჩევთ

კანიეს მეორედ მოსვლა

მედიაში ყველაზე აქტიური 20 კომპანია

კანიეს მეორედ მოსვლა

კანიეს მეორედ მოსვლა

წინა სტატია

საგადასახდელო ბალანსი გაუმჯობესდა
30 სექტემბერი, 2019

შემდეგი სტატია

აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 5.8 პროცენტით გაიზარდა
30 სექტემბერი, 2019
რატომ წავედი პოლიტიკაში
ფორბს-მოსაზრება | ნოე, 06, 2019
საქართველოს რიტეილის სფეროს რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 28, 2019
The Path To Achievement
Forbes Georgia in English | ოქტ, 29, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა