სექტემბერში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 2.8 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცის ინფორმაციით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში 917 044 ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც 539 524 იყო ტურისტი (24 საათზე მეტ ხანს გაჩერდა საქართველოში). ორივე მაჩვენებელი სექტემბრის თვის რეკორდული მჩვენებელია. წინა წლებში, სექტემბერში ასეთი რაოდენობის ან მეტი ტურისტი არასდროს არ შემოსულა.

2018 წლის სექტემბერთან შედარებით, წელს სექტემბერში 2.8%-ით (24 581 კაცით) მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ხოლო ტურისტების რაოდენობა 0.6%-ით (3 222 კაცით) არის გაზრდილი. ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად სომხეთდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, ევროკავშირიდან, ისრაელიდან და უკრაინიდან გაიზარდა.

სექტემბერში რუსეთიდან 147 425 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 21%-ით ნაკლებია 2018 წლის სექტემბრის მაჩვენებელზე.

წინა თვესთან, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, სექტემბერში 441 554 ვიზიტორით ნაკლები შემოვიდა, კლება 33%-ია, რაც აქტიური საზღვაო ტურისტული სეზონის დასრულებითაა გამოწვეული.

9 თვის ჯამში, იანვარ-სექტემბერში ტურისტების რაოდენობა 5.8%-ით, ხოლო ვიზიტორების რაოდენობა 6.6%-ით გაიზარდა. საქართველოში უკვე ჩამოვიდა 7.2 მილიონი ვიზიტორი, საიდანაც 4 მილიონამდე იყო ტურისტი.

ცხრილი: 10 ქვეყანა, საიდანაც სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა

ქვეყანა

2018: სექტემბერი

2019: სექტემბერი

ცვლილება%

რუსეთი

185,759

147,425

-20.6%

აზერბაიჯანი

138,790

145,482

4.8%

სომხეთი

119,036

128,670

8.1%

თურქეთი

89,294

96,748

8.3%

უკრაინა

22,148

28,231

27.5%

ისრაელი

20,392

26,841

31.6%

ირანი

27,719

17,243

-37.8%

გერმანია

11,284

15,717

39.3%

პოლონეთი

11,666

14,291

22.5%

ყაზახეთი

7,191

12,286

70.9%

ჩვენ გირჩევთ

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

მიმოქცევაში 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები გამოვა

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი სამინისტროები

წინა სტატია

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია
03 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკს Global Finance-ის ჯილდო გადაეცა
07 ოქტომბერი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა