თიბისი კაპიტალი წლის ბოლომდე ტურისტების რაოდენობის 5%-იან ზრდას ელოდება

თიბისი კაპიტალმა ტურიზმის სექტორის შესახებ კვლევა ჩაატარა.

კვლევის პრეზენტაცია თიბისი კაპიტალის წარმომადგენლებმა 7 ოქტომბერს გამართეს და შედეგები ამ სფეროში ჩართულ სუბიექტებს გააცნეს. 

წლის ბოლომდე ტურისტების რაოდენობის 5%-იანი ზრდა - ეს იმ პროგნოზებიდან მხოლოდ ერთ-ერთია, რომელსაც თიბისი კაპიტალის მკვლევარები ზაფხულის ტურისტული სეზონის შემდეგ აკეთებენ. როგორც კვლევაში ვკითხულობთ, საქართველო ტურისტულად გადატვირთული არ არის, რაც ზრდის გაგრძელების შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას. როგორც თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, მიუხედავად რთული ზაფხულის სეზონისა, რომელიც განპირობებული იყო რუსეთის მხრიდან ავიასაქციების დაწესებით, თიბისი კაპიტალის მოლოდინები მაინც პოზიტიურია. 

“თუ შევადარებთ წლიდან წლამდე ჩვენ მაინც მოლოდინი გვაქვს, რომ 2019 წელს ჯამურად 2018 წელთან შედარებით მცირედით, მაგრამ ზრდა დაფიქსირებოდა ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საშუალო ვადიან ხედვებს, ოპტიმისტური ხედვა გვაქვს და ამასთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ შედარება გავაკეთეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან და მოლოდინი გვაქვს რომ როგორც ტურიზმის სექტორი, ისე მასთან დაკავშირებული, იგივე სასტუმრო ბიზნესი თუ სხვა ბიზნესი საკმაოდ მზარდი იქნება მომავალი წლების განმავლობაში", - აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე. 

რაც შეეხება მაღალმხარჯველ ტურისტულ სეგმენტს, როგორც კვლევაშია ნათქვამი, იმის გათვალიწინებით, რომ საქართველოში რეგიონიდან ჩამოსულ სტუმრები ჭარბობენ,  მათი წილი საქართველოს ტურიზმის შემოსავლებში ყველაზე დიდია.  როგორც  თიბისი კაპიტალის  კვლევების უფროსი თორნიკე კორძაია ამბობს, ბოლო წლების მანძილზე შედარებით მაღალმხარჯველი ვიზიტორების, მათ შორის ევროკავშირის მოქალაქეების ზრდის მაღალი ტემპი შეინიშნება.

“ევროკავშირის წილს რომ შევხედოთ, სულ რაღაც 2015 წელს მათი წილი იყო ხარჯვაში დაახლოებით 7%, ხოლო თუ გავზომავთ ადამიანების რაოდენობით 5%. 2018 წელს ხარჯვაში მათი წილი ასული იყო დაახლოებით 12%-მდე. მაღალმხარჯველი სხვა სეგმენტებიდან ძალიან სწრაფი არის ისრაელის მოქალაქეების ზრდა. ასევე ძალიან სწრაფი ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქებშიც. ეს ყველა მაღალმხარჯველი სეგმენტია. მეტი მაღალმხარჯველი ტურისტის მოსაზიდად გასავითარებელია ისეთი ნიშური ინდუტრიები, როგორიცაა მაგალთად სამედიცინო და ველნეს ინდუსტრია“, - აცხადებს  თიბისი კაპიტალის  კვლევების უფროსი თორნიკე კორძაია. 

თიბისი უკვე წლებია ტურიზმის სფეროში აქტიურად არის ჩართული და ამ მიმართულებით სხვდასხვა აქტივობებს ახორციელებს. მხოლოდ გასული წლის მანძილზე, ტურიზმის სექტორში თიბისის კონტრიბუციამ 800 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 300 მილიონი რეგიონებში ტურიზმის განვითარებას მოხმარდა. ხოლო ბოლო სამ წელიწადში ბანკის მიერ ამ სექტორში ჯამურმა ინვესტიციამ მილიარდ ნახევარ ლარს გადააჭარბა~. 

"ორი ძირითადი მიზეზი იყო იმისა თუ რატომაც გავაკეთედეთ ეს კვლევა ამ დროს. ერთი არის ჩვენი როლი, თიბისი ბანკი როლი ტურიზმის სექტორის განვითარებაში. ჩვენ 43% გვაქვს ბაზრის წილი და ბოლო სამ წელიწადში მილიარდ  ნახევარ ლარზე მეტი გვაქვს ინვესტირებული ამ სექტორში. მეორე მიზეზი არის რუსეთის სანქციები, ის ნეგატიური ტრენდი, რაც ზაფხულში, ივნისის თვეში დაფიქსირდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენ გვინდოდა შეგვეფასებინა არსებული მდგომარეობა. ასევე ბაზრისთვის შეგვეთავაზებინა ჩვენი მოლოდინები, პროგნოზები როგორ განვითარდება განვითარდება ბაზარი გაიზრდება დანახარჯები და როგორ შეიცვლება დემოგრაფია ტურისტების, რომლებიც დღეს საქართველოში ჩამოდიან”,- აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა თხელიძე.

როგორც თიბისი კაპიტალის მკვლევარები ვარაუდობენ, 2025 წლისთვის საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა ქვეყანაში 12 მილიონს, ტურისტების რაოდენობა კი 8 მილიონს მიაღწევს.

კვლევა იმასაც აჩვენებს, რომ მნიშვნელოვანია  ტურისტებისთვის დასარჩენი ადგილების რაოდენობა გაიზარდოს. საქართველოში ერთ სულ ვიზიტორზე განთავსების რაოდენობა მზარდია, თუმცა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ევროპაში. თიბისი კაპიტალის მკვლევარების მოლოდინით, 2025 წლისთვის საქართველოში განთავსების ადგილების გაორმაგებაა მოსალოდნელი.

ჩვენ გირჩევთ

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მილიონი დოლარით შემცირდა

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მილიონი დოლარით შემცირდა

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მილიონი დოლარით შემცირდა

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მილიონი დოლარით შემცირდა

წინა სტატია

სექტემბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 94 მილიონი დოლარით შემცირდა
08 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო 8 ადგილით ჩამოქვეითდა
10 ოქტომბერი, 2019
რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს და მოგზაურობენ ყველაზე ხანგრძლივად საქართველოში
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2019
რამდენიმეწლიანი ზარალის შემდეგ, "ენგურჰესმა" 2018 წელი 15.6 მილიონიანი მოგებით დაასრულა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 01, 2019
ქართლის ქარის ელექტროსადგური იყიდება – საწყისი ფასი $14.2 მილიონია
ახალი ამბები ქართულად | სექ, 17, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა