მთავრობას საშინაო ვალის აღება გაუძვირდა

მთავრობას საშინაო ვალის აღება გაუძვირდა

8 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 2 წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ორმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 105 მლნ ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.08%-ით, მაქსიმალური 8.36%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.19%-ით განისაზღვრა.

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა სექტემბრიდან დაიწყო. აგვისტოს შემდეგ ერთ წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 1.4% პუნქტით, 2 წლიანის 1.5% პუნქტით, ხოლო 5 წლიანის 1.2% პუნქტით არის გაზრდილი (გრაფიკი). 10 წლიანი ობლიგაციები ივლისის შემდეგ არ გაყიდულა.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციის დონის მატებამ და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული განაკვეთის 6%-დან 7%-მდე ზრდამ განაპირობა.

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება გაუძვირდა.

გრაფიკი: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *