კულტურა ვჭამოთ?

მედიაპროექტმა "ფლანგვის დეტექტორმა" სხვადასხვა რეგიონის მაგალითზე ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ სოციალური პროგრამებისთვის გაწეული ხარჯები დასვენების, კულტურისა და რელიგიისთვის გათვალისწინებულ ხარჯებთან არის შედარებული.

დოკუმენტის ავტორების განმარტებით, ყველა რაიონი, რომელიც მათი ინტერესის სფეროში მოხვდა, შემდეგი საერთო თავისებურებით გამოირჩევა: მოსახლეობის ნახევარი სოციალურად დაუცველის სტატუსს ატარებს და უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. სწორედ ამ ფონზეა საინტერესო ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბიუჯეტის თანხის განკარგვასთან დაკავშირებით. "ფლანგვის დეტექტორში" მიაჩნიათ, რომ საჯარო ფულის მსგავსი კლასიფიკაცია ჩინოვნიკების მხრიდან პრიორიტეტების არასწორად განსაზღვრის მორიგ მაგალითს წარმოადგენს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვემოთ მოყვანილი გეოგრაფიული დასახელებები რაიონს გულისხმობს და არა კონკრეტულ ქალაქებს.

1. ამბროლაური

სოციალურად დაუცველთა რაოდენობა 4019 ადამიანს შეადგენს, რაც მკვიდრი მოსახლეობის 45%-ზე მეტია. ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურ პროგრამებში 265,000 ლარს ხარჯავს, რაც 5-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე დასვენებისთვის, კულტურისა და რელიგიისთვის განკუთვნილი 1,339,400 ლარი.

2. ონი

რაიონში მცხოვრები ოჯახების 37.8% სოციალურად დაუცველია, რაც მოსახლეობის თითქმის ნახევარს უტოლდება. ადგილობრივი ჩინოვნიკების გადაწყვეტილებით, სოციალური პროგრამებისთვის 112,400 ლარია გამოყოფილი, ხოლო 4.5-ჯერ მეტი დასვენებასა და კულტურაზე დაიხარჯება.

3. ლენტეხი

ჩვენი ჩამონათვალის ფარგლებში, ლენტეხის ადგილობრივი ხელისუფლება სოციალურ პროგრამებზე ყველაზე ნაკლებს - 94,900 ლარს ხარჯავს, ხოლო დასვენების, კულტურისა და რელიგიისთვის დაახლოებით 766,100 ლარია გამოყოფილი. ლენტეხის რაიონში სოც. დაუცველთა რიგებში 1979 ადამიანია, რაც მთლიანი მოსახლეობის 45%-ს შეადგენს.

4. ცაგერი

ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური პროგრამებისთვის წელს 345,500 ლარი აქვს გამოყოფილი, ხოლო კულტურული და რელიგიური მიმართულებით ზუსტად მილიონი ლარით მეტი იხარჯება. ცაგერში 4,108 სოც. დაუცველი ბინადრობს, რაც ადგილობრივი მკვიდრების 40%-ია.

5. მესტია

საქართველოს ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რაიონში მოსახლეობის 49.9% სოციალურად დაუცველია. უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 4,644-ს შეადგენს. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სოციალური ხასიათის პროგრამებზე 1,107,400 ლარია გამოყოფილი, ხოლო კულტურული და რელიგიური ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან 1,333,000 ლარია გათვალისწინებული.

ჩვენ გირჩევთ

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია

წინა სტატია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით “გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019” გაიმართა
14 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

მინიმალური ხელფასის ფასი
15 ოქტომბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა