უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად 28.7 ათასი აბიტურიენტი სტუდენტი გახდა.

ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით, საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგში წამყვან ადგილებს ცოდნის ფონდის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული უნივერსიტეტები იკავებენ - უკვე არაერთი წელია, სიის სათავეში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი იმყოფება, მას შპს დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი მოსდევს, მესამე ადგილს კი აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. 2018 წელთან შედარებით, ერთი პოზიციით გაუარესდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია და მან მეექვსე ადგილზე გადაინაცვლა, რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლავ მეთორმეტე ადგილზეა, ტექნიკური უნივერსიტეტი კი ოცდამეხუთე ადგილს იკავებს. სიაში ცალკე არის დაჯგუფებული სასწავლებლები, სადაც მიღება 50 სტუდენტზე ნაკლებია. მცირე სასწავლებლებს შორის ყველაზე მაღალი საშუალო ქულა "ბაუ ინთერნეიშენალშია", უნივერსიტეტის მიღება კი მხოლოდ ოთხ სტუდენტს შეადგენს.


#
სასწავლებლის სახელი საშუალო ქულა სტუდენტების რაოდენობა
1 შპს თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი 2107.43 559
2 შ.პ.ს. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი 2070.30 67
3 ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი 2029.52 430
4 სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი 2016.31 1014
5 შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 1972.15 65
6 სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1952.17 4946
7 შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1933.37 484
8 შპს კავკასიის უნივერსიტეტი 1929.30 1208
9 (ა)იპ ჯიპა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1926.41 270
10 სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1881.55 331
11 შპს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი 1872.01 1040
12 სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 1869.94 3567
13 შპს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი 1866.68 212
14 სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (ქ. გორი) 1864.81 105
15 შპს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი 1861.11 201
16 შპს საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი 1850.29 314
17 შპს საქართველოს უნივერსიტეტი 1843.19 1237
18 სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 1832.31 89
19 შპს სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი 1825.98 60
20 სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი 1819.96 118
21 სსიპ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი) 1818.89 1499
22 სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ბათუმი) 1808.16 1277
23 სსიპ სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია (ქ. ბათუმი) 1805.89 573
24 შპს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1805.57 491
25 სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1794.79 3666
26 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი 1781.14 171
27 შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი (ქ. თბილისი, ქ. ბათუმი) 1780.66 362
28 სსიპ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 1780.57 195
29 სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. თელავი) 1777.29 253
30 სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1769.94 706
31 სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქ. ახალციხე, ქ. ახალქალაქი) 1766.04 326
32 სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. გორი) 1765.35 243
33 შპს აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 1763.01 58
34 შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 1751.11 1457
35 შპს თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი 1751.03 449
36 შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი 1750.86 61
37 სსიპ შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. ზუგდიდი) 1746.51 74
38 შპს. თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტი 1745.82 107
39 შპს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი 1737.77 100
 

 

მცირე ზომის უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგი

 

   
1 შპს ბაუ ინთერნეიშენალ უნივერსითი ბათუმი (ქ. ბათუმი)  1989.78 4
2 ა(ა)იპ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი  1952.72 33
3 შპს საქართველოს ბანკის სასწავლო უნივერსიტეტი 1921.83 3
4 სსიპ ქალაქ ქუთაისის სამუსიკო კოლეჯი (ქ. ქუთაისი) 1801.56 10
5 სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. ბათუმი) 1801.40 35
6 შპს ახალი უმაღლესი სასწავლებელი 1764.63 43
7 შპს ნიუ უნივერსითი 1762.35 4
8 შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი 1754.02 39
9 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი 1743.71 18
10 შპს ქუთაისის უნივერსიტეტი (ქ. ქუთაისი)  1743.04 49
11 ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი 1729.40 37
12 შპს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი (ქ. ბათუმი)  1711.03 48
13 შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ქ. ბათუმი) 1679.13 32

 

ჩარიცხულთა საშუალო ქულები გამოანგარიშებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით.

ჩვენ გირჩევთ

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია

Forbes Georgia. 2019 წლის ოქტომბრის ნომერი

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია

Forbes 30 Under 30: 2019, Georgia - განაცხადების მიღება დაწყებულია

წინა სტატია

Cities: Health & Wellbeing
18 ოქტომბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
20 ოქტომბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
Forbes Georgia. 2019 წლის დეკემბრის ნომერი
Issues | დეკ, 05, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა