წლიური ინფლაცია 3.5 პროცენტამდე გაიზარდა

წლიური ინფლაცია 3.5 პროცენტამდე გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით გასულ თვეში საქონლისა და მომსახურების ფასები 0.6%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ (ბოლო 12 თვის) 3.5% შეადგინა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად (11.9%-ით) ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო გაძვირდა. 6.6%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის დაცვის ფასი, 7.1%-ით ავეჯის და საოჯახო ნივთების ფასი. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 3.9%-ით გაძვირდა. 3.2%-ით და 5%-ით მოიკლო ტრანსპორტის და ტანსაცმლის ფასებმა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *