10 ღირსშესანიშნავი ადგილი, რომლებიც 2015 წელს უნდა მოინახულოთ

მსოფლიო უზარმაზარია და თანდათან კიდევ უფრო იზრდება. ყველაზე თავგამოდებული მოგზაურები, რომლებსაც მე შევხვედრივარ, ამბობენ, რომ ყოველი ახალი ადგილის მონახულების შემდეგ მათთვის სამოგზაუროდ სასურველი ადგილების სია სულ უფრო ვრცელი ხდება.

როგორ უნდა განვსაზღვროთ პრიორიტეტული ადგილები სამოგზაუროდ? რომელი ადგილები გახდა უსაფრთხო? რომელია ახლად აღმოჩენილი სამოგზაუროდ ვარგისი ადგილები? რომელი ჯობია: მიძინებული პერიფერია თუ განვითარებული ტურისტული ადგილი? რა სიახლეებია ჩვენთვის უკვე ნაცნობ ადგილებში? რისი მონახულება უნდა მოვასწროთ, ვიდრე იგი სამუდამოდ შეიცვლება?

ყველა ამ ჩამოთვლილი კითხვით მე მივმართე ოუენ გადისს, რომელიც უმაღლესი დონის ექსპერიმენტული ტურისტული კომპანიის Absolute Travel-ის მენეჯერია ე.წ. ფუფუნებით მოგზაურობის სფეროში. ოუენმა კარგად იცის თავისი საქმე, მან ხომ თავადაც მოინახულა ისეთი ადგილები, როგორიცაა ჩამონიქსის მყინვარები, ომანის უდაბნოები, ნიკარაგუის ტროპიკული ტყეები და დასავლეთ აფრიკის უსწორმასწორო სანაპირო – თან უარი არ უთქვამს ლამაზ თეთრეულზე, ფუმფულა ხავერდის ხალათებსა და ერთ ბოთლ საუკეთესო ბურგუნდიულზე. ისევე როგორც Absolute Travel-ის ყველა მოგზაურობის დამგეგმავს, ოუენსაც აქვს გლობალური კავშირები, საკუთარ გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოდნა და იმის მანდატი, რომ დეტალურად შეისწავლოს თავისი კლიენტების ინტერესები და შესაბამისად დაგეგმოს მათი მოგზაურობა.

ისლანდია

გარდა ცნობილი დეპლარ ფერმისა (De­plar Farm), რომელიც 2016 წელს იხსნება და უკვე ლიდერობს თერთმეტ აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში, ოუენ გადისის აზრით, მილიონი სხვა მიზეზიც არსებობს, რის გამოც ისლანდია მისი სიის საუკეთესო ადგილთა შორისაა (ისლანდია ასევე დედამიწის ყველაზე ბედნიერ ადგილთა რეიტინგის სათავეში მოხვდა). უმეტესწილად დაუსახლებელი ისლანდია სწორედ ის ადგილია, სადაც, თქმულების თანახმად, მითურ ბორცვებზე ტროლები და ფერიები დასეირნობენ, ყინულის ნაპრალებს ახტებიან, ბუნებრივ ცხელ წყაროებში ბანაობენ და ნისლიანი კლდეების თავზე დაფრინავენ. ოუენის თქმით, რაღაც აუხსნელი მიზეზის გამო იქ ჩასვლისას ეს მითი სრულიად დასაჯერებელი ხდება. „ისლანდიაში მოგზაურობა პარალელურ სამყაროში გადასვლის მსგავსი შეგრძნებაა. აქ თითოეული წუთი სავსეა თავგადასავლებით, წარმოუდგენელი პეიზაჟებით, ფოლკლორითა და უბრალო სიამოვნებებით. აქაურობა ბავშვობაში დაგაბრუნებთ – იმ დროში, როდესაც ჯერ კიდევ გჯეროდათ ჯადოქრობის”, – ამბობს გადისი და უმატებს, რომ ისლანდიაში ასევე პოპულარულია მდინარეზე რაფტინგი, თევზაობა, დაივინგი (წყალქვეშ ცურვა აკვალანგით), სერფინგი, სპელიო-ტურები (გამოქვაბულებში მოგზაურობა) და ლაშქრობა.

ეს იდუმალი მაროკო

ბევრი ჩვენგანი დაკარგულა მარაკეშის ბაზრობებზე და დაუსვენია იქაურ სახლებში, რომლებსაც მარაკეშის რიადს უწოდებენ. Absolute Travel-მა ახალი მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც თავის კლიენტებს სთავაზობს უფრო მეტს, ვიდრე საყიდლებზე სიარულს და შენობების დიზაინის დათვალიერებას. ამიერიდან უშიშარ და შეუპოვარ მოგზაურებს შეუძლიათ ტოდრას ხეობის ციცაბო კლდეებზე ასვლა და იქიდან ვარდის ველების ხედით დატკბობა, ატლასის მთების დალაშქვრა, ჩანჩქერებთან დასვენება, ბერბერული სოფლების მონახულება (ღამის გათენება რიჩარდ ბრენსონის კუთვნილი ძვირად ღირებული სასტუმროს Kasbah Tamadot-ის მდიდრულ ლუქს-კარავში) და შემდეგ ერგ-ჩებისკენ გეზის აღება, სადაც ქვიშის დიუნებიდან ბედუინების საუცხოოდ მოწყობილი კარვები იშლება. ერგ-ჩები საჰარის უდაბნოს კარიბჭეს წარმოადგენს. მოგზაურებს საშუალება ეძლევათ, დიუნები „ქვიშის ბორდინგით” (sandboarding) გაიარონ, მთის მწვერვალებს შორის გაბმულ ტროსზე გასრიალდნენ, აქლემზე შემომსხდარნი დატკბნენ მზის ჩასვლით და ადგილობრივი მასპინძლის მიერ შემოთავაზებული მაღრიბის პიტნის ჩაის სმის დროს უდაბნოს საიდუმლოებებსაც ეზიარონ. (მაღრიბის პიტნის ჩაი აგრეთვე ცნობილია როგორც „ბერბერული ვისკი”).

ვიეტნამი: ამანის კურორტი

დაწყებული მიძინებული სოფლებით, სადაც ადგილობრივები თევზჭერით ირჩენენ თავს, და დამთავრებული საიგონის მაღალი შენობების სახურავებზე გამართული დისკოთეკებით, დღევანდელ ვიეტნამში უძველესი ტრადიციები კოსმოპოლიტურ თანამედროვეობას ერწყმის. არსებობს ახალი, უფრო ფეშენებელური გზები, რათა უკეთ შეისწავლოთ აზიის ეს ნაწილი, რომელიც უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ადგილად ითვლება: ცოტა ხნის წინ შესაძლებელი გახდა ჰალონგის ყურეზე ჰიდროთვითმფრინავით გადაფრენა, რაც საშუალებას აძლევს აქ ჩამოსულ სტუმრებს ბოლომდე დატკბნენ კირქვის კლდეების არაამქვეყნიური სილამაზით – და ამისათვის აღარ არის საჭირო ორი დღე არასანდო ნავით მგზავრობა. ქვეყნის სამხრეთ ცენტრალურ სანაპიროზე ნუი-ჩუას ეროვნული ნაკრძალის კლდეებზე გაიხსნა სრულიად ახალი კურორტი ამანოი (Amanoi), რომელიც ამანის უახლეს ანკლავს „ამან-ნესს” წარმოადგენს. კომპანია Absolute Travel-ის ტურში შესაძლოა ასევე შევიდეს VESPA-ს მოტოროლით საიგონის ღამის ცხოვრების დათვალიერება და ვიეტნამის ომის ვეტერანთან გასაუბრების შესაძლებლობა.

ამერიკის სერენგეტი: ამერიკული პრერიის ნაკრძალი

მონტანის შტატის ჩრდილო-აღმოსავლეთში დიდი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. Absolute Travel-ი ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ტურისტები აქ დასათვალიერებლად და თან დასახმარებლად ჩამოჰყავს. კომპანია თავის სტუმრებს ასახლებს კესტრელის ბანაკში, სადაც საფარის უდაბნოს კარვებით შთაგონებული მაღალი დონის იურტებია განლაგებული. ამერიკის პრერიის ნაკრძალმა გამოისყიდა კერძო მიწები, ჩამოანგრია ღობეები და ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ნაკრძალის მშენებლობა წამოიწყო. ამ წამოწყების მიზანი არის ამერიკის კონტინენტურ შტატებში (ალასკის ჩათვლით) ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაკრძალის აშენება და აქ ლუისისა და კლარკის მიერ აღწერილი ბიზონების, გრიზლის, ირმების, თახვების, ცხენირმებისა და ანტილოპების დასახლება.

მაცდური ტასმანია

ამერიკის შეერთებულ შტატებში ტასმანიასთან დაკავშირებით ძალზე მწირე ინფორმაციაა. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ეს ადგილი ეშმაკთან ასოციირდება. შორეულისა და ხელუხლებლის მოყვარულთათვის ნაკლებად პოპულარული ტასმანია წმინდა გრაალის ტოლფასია. ტურისტულ ბიზნესში მოღვაწე ნოვატორებმა უკვე დაიწყეს ამ მრავალფეროვანი ადგილით დაინტერესება, რომელიც მდიდარია განსაცვიფრებელი პეიზაჟებით და არ ჩამოუვარდება გალაპაგოსის კუნძულებს, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას. კომპანია Absolute Travel- ის კლიენტებს შესაძლებლობა აქვთ მიირთვან ახლად დაჭერილი ხამანწკები, ღამის წყვიადში შეხვდნენ იხვნისკარტას კრეიგ უილიამსთან (აგრეთვე ცნობილი როგორც „ბუში”) ერთად, რომელიც ტასმანიის საუკეთესო და ამავდროულად ყველაზე ექსცენტრული გიდია. დამსვენებლებს ასევე შეუძლიათ სანაპიროზე გასეირნება დახურული ღვინისა და ვისკის გამოსახდელი პატარა ქარხნების ძიებაში. დამსვენებლებს აქ ასევე სთავაზობენ ნავით გასეირნების ახალ ტურს, რომელსაც დამაინტრიგებელი სახელწოდება აქვს – „ტასმანიის ზღვის პროდუქტების ცდუნება”.

კოლუმბია