ბოლო 3 კვირაში ლარის კურსი 8 თეთრით გამყარდა

8 ივნისს ლარის ოფიციალურმა კურსმა დოლარის მიმართ 2.28 შეადგინა, რაც 8 თეთრით ნაკლებია 18 მაისის კურსზე - 2.3637-ზე. ლარის კურსის გამყარება საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის შემცირებამ (აპრილში შემცირდა 19%-ით) და ვიზიტორთა ნაკადების მატებამ (მაისში გაიზარდა 15%-ით) გამოიწვია. უფრო დეტალურად მიზეზებზე გავიგებთ, როდესაც მაისის საგარეო ვაჭრობის და ფულადი გზავნილების სტატისტიკა გამოქვეყნდება.

ბოლო თვეებში ლარის კურსს გარკვეული თავისებურება ახასიათებს, ის ყოველთვის უფასურდება თვის ბოლო რიცხვებში, რაც ამ დროს კრედიტების დაფარვის გააქტიურებით აიხსნება. შესაბამისად, თუ ივნისის ბოლოსთვის ლარის კურსი გამყარების ტენდენციას შეინარჩუნებს, შეგვეძლება, დავასკვნათ, რომ ლარმა გამყარება დაიწყო.

წინა სტატია

ფრანკენსაკვების უსაფუძვლო შიში
08 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

კონჩიტებს გაზაფხულზე ითვლიან, პარტიებს - შემოდგომაზე
09 ივნისი, 2015
ნინო ზამბახიძის სიტყვა თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტთან შეხვედრისას
ახალი ამბები ქართულად | თებ, 08, 2019
საქართველოს ბანკმა ისტორიულ შენობაში დაგროვილი ქონების მართვის ახალი ფილიალი გახსნა
საქართველო | იან, 28, 2019
ბაია აბულაძე Forbes 30 Under 30 სიაშია
ახალი ამბები ქართულად | თებ, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა