Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2019 წლის ფინალისტები უკვე ცნობილია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ჟიურის წევრთა საბოლოო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც დამოუკიდებელი აუდიტის BDO საქართველოს მეთვალყურეობის ქვეშ 2019 წლის ფინალისტები დასახელდნენ. გამარჯვებულები კი 2019 წლის 6 დეკემბერს, დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან. 26 განსხვავებულ ნომინაციაში ტურიზმის და მასპინძლობის დარგის 380-ზე მეტი წარმომადგენლიდან გამოვლინდება ის, ვინც დამსახურებულად მოირგებს წოდებას- “საუკეთესო ტურიზმის და მასპინძლობის სფეროში”. ასევე, გამოვლინდებიან გამარჯვებულები 2019 წლის ახალ კატეგორიებშიც: “საუკეთესო ავიაკომპანია”, “საუკეთესო ტრადიციული რეწვა”, “საუკეთესო ნიშური ტურიზმი”, “საუკეთესო სოფლის ტურიზმი”, “საუკეთესო მცირე მეღვინეობა”. წელს პირველად დასახელდება კომპანია სპეციალურად UNDP-სთან თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილ ნომინაციაში- “H2O Water Saving Award”. ასევე დაწესდება სპეციალური პრიზი - Khetsuriani Trophy. 

Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება არის ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში არსებული ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია, რომელიც ტარდება საქართველოში 2015 წლიდან. ღონისძიებამ წარმატებით დაიმკვიდრა თავი, როგორც უნიკალურმა პლატფორმამ ქვეყნის ტურიზმისა და მასპინძლობის სექტორის განვითარებაში, და წარმოადგენს ერთგვარ “ოსკარს” ინდუსტრიაში მიღწევების აღსანიშნავად. წლევანდელი ღონისძიება საიუბილეოა პროექტისთვის და მისი ფორმატი საკმაოდ განსხვავდება წინა წლებისგან. საზეიმო ღონისძება 2019 წლის, 6 დეკემბერს სასტუმრო “Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace”-ში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრება 700-მდე სტუმარი. მათ შორის, საუკეთესო სასტუმროების, რესტორნების, ღვინის ქარხნების, მაღალი რანგის წარმომადგენლები. ბაზრის წამყვანი დეველოპერები, ქვეყნის ძირითადი საწარმოები, მთავრობის, ეროვნული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ასევე, სასტუმროს ოპერატორები, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და მედია.

ჩვენ გირჩევთ

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს

რატომ წავედი პოლიტიკაში

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს

Georgia Capital-ი უძრავი ქონების ბაზარზე ახალი მიმართულების განვითარებას გეგმავს

წინა სტატია

ოქტომბერში უცხოური ვალუტის რეზერვები 218 მილიონი დოლარით შემცირდა
08 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

პირველი ჩინური ელექტრომანქანა ევროპულ ბაზარზე გამოჩნდება
08 ნოემბერი, 2019
უნივერსიტეტების რეიტინგი - 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | ოქტ, 19, 2019
King David - როდესაც სახლს შემოსავალი მოაქვს
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 17, 2019
საქართველოს აუდიტორული კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ოქტ, 20, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა