ტექნოლოგიები თეატრში, ანუ Startup Grind Tbilisi

ტექნოლოგიები თეატრში, ანუ Startup Grind Tbilisi

სტარტაპი ჯერ კიდევ ასოცირდება იდეის მქონე ახალგაზრდასთან, თუმცა რეალურად ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც კომპანიებს აშენებენ და თანაც გლობალური მასშტაბით. ამის ნათელი მაგალითი, რეგიონული ღონისძიება

Startup Grind Tbilisi და მისი 30-ზე მეტი საერთაშორისო დონის სპიკერი, სტარტაპერი, ტექნოლოგიების სფეროში მოქმედი კომპანია და ექპერტები არიან, რომლებიც საქართველოში ბიზნეს-გარემოსა და სტარტაპ-ეკოსისტემის გასაცნობად, ან საკუთარი გამოცდილების და წარმატებული ისტორიების სხვებისთვის გასაზიარებლად ჩამოვიდნენ. შედეგად, ორი დღის განმავლობაში რუსთაველის თეატრი ტექნოლოგიურ სამიტად გადაიქცა და ყველა კითხვას გაეცა პასუხი, რომლებიც სტარტაპებმა, იდეის საბოლოო პროდუქტის მისაღებად უნდა გაითვალისწინონ, ხოლო 1500-ზე მეტ დელეგატს შორის, თეატრის სცენა ისეთი კომპანიის წარმომადგენლებმა დაიკავეს, როგორებიც არის მაგალითად: Google, Glovo, 500 Startups Fintech Fund, Picsart, Garage Ventures, Shift და Nexus Partners.

ანტერპრენერობა, სტარტაპის შექმნისა და განვითარების ისტორია, წარმატების ფორმულა და რჩევები – ასეთი იყო მთავარი თემატიკა სპიკერების, თუმცა სტუმრებს სესიებსა და პანელურ დისკუსიებს, შორის პირადად გასაუბრებისა და ბიზნეს-ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობაც ჰქონდათ. Startup Grind-ის მიზანი კი, მსოფლიოს წარმატებული ბიზნესმენებისთვის რეგიონის მიმართ მიმზიდველობის გაზრდა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა დასახელდა. შედეგად, ასეც მოხდა. ქართული სტარტაპებით არაერთი ინვესტორი დაინტერესდა და ტექნოლოგიური სამიტი ფინანსების მოზიდვის ერთგვარი შესაძლებლობაც გახდა მათთვის.

როგორ აფასებენ საქართველოში ბიზნეს-გარემოს? ჩვენ ეს კითხვა ღონისძიების რამდენიმე სტუმარს მათ შორის, კომპანია Glovo-ს თანადამფუძნებელს, საშა მიქაუდს დავუსვით და როგორც მან აღნიშნა, საქართველო გამორჩეული ქვეყანაა ზრდის თვალსაზრისით.

“ასეთი სწრაფი ზრდა ცოტა ქვეყანაში თუ გვინახავს. მოთხოვნა თვიდან-თვემდე მატულობს, და ეს, რა თქმა უნდა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს, ნაკლები ბიუროკრაციისა და საინტერესო სტარტაპ-ეკოსისტემის შედეგია. ჩვენ ჯერჯერობით 4 ქალაქში ვოპერირებთ საქართველოში და არ გამოვრიცხავთ სამომავლოდ კიდევ გაიზარდოს მათი რაოდენობა, თუმცა მთავარ მიზნად ვისახავთ ხარისხის გაუმჯობესებას და არა რაოდენობის ზრდას. დღეს ჩვენი ამოცანაა, მიტანისთვის საჭირო დრო კიდევ უფრო შევამციროთ და დავხვეწოთ აპლიკაცია, ვფიქრობ ასე ბევრად მომგებიანი გახდება კომპანია”, – განაცხადა საშა მიქაუდმა.

“ინვესტორებსა და სტარტაპებს შორის კავშირების დამყარების ადგილი” – ასე უწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, Startup Grind Europe-Asia Connect-ს, რომელიც რეალურად ხელს უწყობს დამწყებ მეწარმეებს მეტად კონკურენტუნარიანები გახდნენ ბაზარზე და გავიდნენ გლობალურ ასპარეზზე.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისი გაჩნდა საერთაშორისო ინოვაციების რუკაზე. ჩვენ მუდმივად აქცენტს ვაკეთებთ ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების, სტარტაპების განვითარებაზე, მათ შორის არის ფინანსური მხარდაჭერა, სტარტაპების და ინოვაციების ეკოსისტემის მხარდაჭერა და სწორედ ამის გამო ხდება, რომ ასეთი მასშტაბური, რეგიონული ღონისძიებები იმართება საქართველოში,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

გარდა ამისა, კიდევ ერთ კითხვა, რომელიც Startup Grind Tbilisi-ის ფარგლებში დავსვით იყო, თუ რას მოუტანდა ღონისძიება საქართველოს? და როგორც ტექნოლოგიური სამიტის დირექტორმა აღნიშნა, მისი მთავარი დანიშნულება მეტი კავშირის დამყარებაა გარე სამყაროსთან.

 “შეუძლებელია იყო მსხვილი მეწარმე და არ შეგეძლოს დაკავშირება იმმ ადამიანებთან, რომელთაც შეუძლია მტელი მსოფლიოს მასშტაბით შეაღონ ტქვენთვის კარები. ასე რომ საქართველო საერთაშორისო კომპანიებისთვისაც მიმზიდველი ადგილი გახდება” – აღნიშნა კოლინ დონოჰიუმ.

ასე რომ, სან-ფრანცისკოს, ლონდონისა და ბარსელონას შემდეგ, მსოფლიოს უმსხვილესი ღონისძიება დედაქალაში დასრულებულია. გაფორმებულია კონტრაქტები ინვესტორებსა და სტარტაპებს შორის, გაჩენილია მოტივაცია, რომ შეიქმნას უფრო მეტი ტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც დაამტკიცებენ, რომ საქართველოში არსებობს პოტენციალი, რომ პროდუქტი საზღვარგარეთ გავიდეს. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა სტარტაპების მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვისა და ეკონომიკური ზრდისთვის. ასევე განიმარტა, თუ როგორ არის შესაძლებელი ნაკლები რესურსით, წარმატების მიღწევა და რაც შეიძლება მეტი ღირებულების შექმნა ცხოვრების განმავლობაში, რომელიც არის ლიმიტირებული. ასეთი იყო ორდღიანი სამიტი, რეალური ადამიანებით, შედეგებითა და სამომავლო გეგმებით, რამაც საქართველოს საერთაშორისო აღიარება მოუტანა, სტარტაპებისთვის კი, ერთგვარი გზამკვლევი აღმოჩნდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *