ქართული აგროექსპორტის კაკლის გული

ღვინის აკვანი, ქვეყანა, რომელიც მინერალური წყლით შეიძლება გამდიდრდეს, ეკოლოგიურად სუფთა ხილ-ბოსტნეულის სამოთხე, გემოვნების კაცების სამშობლო, რომლებსაც სამწვადე ხორცი ესმით ყველაზე უკეთ თუ... თხილის მსოფლიო მნიშვნელობის ექსპორტიორი?

ჩვენს წარმოდგენებს იმაზე, თუ რა არის ქვეყნის ეკონომიკის ძლიერი და სუსტი მხარეები, ხშირად სტერეოტიპები აყალიბებს. Forbes Georgia-მ რეალურ სურათში გარკვევა გადაწყვიტა, რაშიც, კიდევ ერთხელ, თბილისის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა, ISET-ი დაეხმარა.

რას გვეუბნება კაკლის (ამ კატეგორიაში ძირითადი წონა თხილზე მოდის) პირველი ადგილი სოფლის მეურნეობის ექსპორტში? გვეუბნება, რომ ჩვენს ეკონომიკას დამატებითი ძლიერი მხარე აღმოაჩნდა, რომელზეც ადრე ძალიან ცოტას თუ უსაუბრია. რა შეიძლება იყოს უკეთესი? თუმცა ეს ფაქტი იმასაც გვახსენებს, რომ ქართული სოფლის მეურნეობა განუვითარებელი და არაკონკურენტუნარიანია. სხვა შემთხვევაში, რთული იქნებოდა, ახალ სექტორს რამდენიმე წელიწადში, პრაქტიკულად ნულიდან მოეპოვებინა ლიდერობა.

კვლევები აჩვენებს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობა ძალიან დაბალია. მაგალითად, GeoWel-ის 2012 წლის მონაცემები, რომელმაც ხორბლის, სიმინდის, კარტოფილისა და პომიდვრის მოყვანაში შეადარა საქართველო ექვს ქვეყანას (სომხეთს, აზერბაიჯანს, კენიას, საფრანგეთს, ბრაზილიასა და თურქეთს), აჩვენებს, რომ ყველა სახეობაში ბოლო ადგილზე ვართ. თანაც, ჩამორჩენა შემაშფოთებელია –მაგალითად, კენიაში ერთ ჰექტარზე 3.2-ჯერ მეტი წონის ხორბალი მოჰყავთ, ბრაზილიაში –7.2-ჯერ მეტი პომიდორი, საფრანგეთში – 6.4-ჯერ მეტი სიმინდი. ამ ფონზე, კაკლისა და სასმელების გოლიათური წილი აგროექსპორტში ლოგიკურია.

კაკლის კიდევ ერთი გაკვეთილი: მისი ექსპორტის 74% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და მხოლოდ 16% – ყოფილ საბჭოთა კავშირზე. ეს ანგრევს მითს ევრობაზრის შეუღწევადობაზე: მიზეზი არა გარე ბარიერები, არამედ ტექნოლოგიური და ინფორმაციული ჩამორჩენაა. თხილში გაგვიმართლა: ამ სეგმენტში ბევრად მცირე კონკურენცია იყო. თუ განვითარებაზე მომავალშიც არ ვიზრუნეთ, ადრე თუ გვიან, აქაც ოფსაიდში აღმოვჩნდებით.

წინა სტატია

მიშლენის ინერცია
11 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

სახელმწიფო საშინაო ვალი 2 816 მილიონ ლარამდე გაიზარდა
11 ივნისი, 2015
რომელი სახელმწიფო უწყებების დაფინანსება იზრდება 2018 წელს
საქართველო | ოქტ, 02, 2017
ქართული ბიზნესის #1 არჩევანი
კომპანიები | ოქტ, 19, 2017
Lifestyle Changer
Forbes Georgia in English | ოქტ, 16, 2017
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა