სახელმწიფო ვალის აღება ძვირდება, მთავრობა კი მეტს სესხულობს

დღეს, 26 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 70 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა ოთხმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 153.5 მლნ ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.4%-ით, მაქსიმალური 9.8%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.5%-ით განისაზღვრა.

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა სექტემბრიდან დაიწყო. აგვისტოს შემდეგ ერთ წლიანი ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი 2.4% პუნქტით, 2 წლიანის 2.6% პუნქტით, 5 წლიანის 2.5% პუნქტით, ხოლო 10 წლიანის 1.2% პუნქტით არის გაზრდილი (გრაფიკი).

სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდა ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება გაუძვირდა. თუმცა, პარლამენტმა 2019 წლის ბიუჯეტის კანონი შეცვალა და წელს მთავრობა 500 მლნ ლარის ნაცვლად, 900 მლნ ლარის შიდა ვალს აიღებს.

საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციის დონის მატებამ და ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული განაკვეთის 6%-დან 8.5%-მდე ზრდამ განაპირობა.

გრაფიკი: სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები

ჩვენ გირჩევთ

ოქტომბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 189 მილიონით გაიზარდა

სესხების 55.4 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია გაცემული

ოქტომბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 189 მილიონით გაიზარდა

ოქტომბერში ლარში განთავსებული დეპოზიტები 189 მილიონით გაიზარდა

წინა სტატია

ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ლარი რეკორდულ დონეზე გაუფასურდა
26 ნოემბერი, 2019

შემდეგი სტატია

როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს
26 ნოემბერი, 2019
საქართველოს სამშენებლო კომპანიების რეიტინგი
რეიტინგი | ნოე, 25, 2019
"თეთრი იალქნების" ქალაქი ბათუმში
ინტერვიუ | ნოე, 21, 2019
რას უნდა ველოდოთ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისგან?
ეკონომიკა | ნოე, 12, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა