მაისში ექსპორტი 20 პროცენტით შემცირდა, იმპორტი - 13 პროცენტით

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2015 წლის მაისში საქართველოს საქონლის ექსპორტი 20%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი - 13%-ით. 2014 წლის მაისში 243 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ხოლო 2015 წლის მაისში 195 მილიონი დოლარის. ხუთი თვის ჯამში, იანვარ-მაისში ექსპორტი 25%-ით (291 მილიონი დოლარი) შემცირდა, ხოლო იმპორტი - 9%-ით (300 მილიონი დოლარი).

2015 წლის პირველ ხუთ თვეში სავაჭრო ბალანსი 0.4%-ით გაუარესდა და უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2150 მილიონი დოლარი შეადგინა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 22 ივნისს გამოქვეყნდება.

წინა სტატია

“შულც გლობალი”-ს ფონდი 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს
12 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

მაისში ფულადი გზავნილები 29 მილიონი დოლარით შემცირდა
16 ივნისი, 2015
ხარისხის ამბასადორი
ინტერვიუ | აგვ, 29, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - მეცნიერება და განათლება
რეიტინგი | სექ, 03, 2018
Forbes Georgia: 30 Under 30 - ანტრეპრენიორი
რეიტინგი | სექ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა