საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ EU+3 ფორმატთან დაკავშირებულ განცხადებას მოაწერეს ხელი

საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ EU+3 ფორმატთან დაკავშირებულ განცხადებას მოაწერეს ხელი

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ევროპული ინტეგრაციის შესახებ, რომელიც “ევროკავშირი + სამი” ფორმატის შექმნას ეხება.

ამ ნაბიჯით სამი ქვეყანა ცდილობს გააძლიეროს ევროკავშირთან სექტორული თანამშრომლობა ტრანსპორტში, ენერგეტიკასა და სხვა სფეროებში.

სამი ქვეყნის ინიციტივით, საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიეცეთ შესაძლებლობა თანდათანობით, სრულად ისარგებლონ ევროკავშირის ოთხი – საქონლის, მომსახურების, კაპიტალისა და სამუშაო ძალის თავისუფალი გადაადგილებით.

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა გმობენ მათი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და მოუწოდებენ ევროკავშირს, უფრო აქტიურად ჩაერთოს “აღმოსავლეთის პარტნიორობის” რეგიონში არსებული კონფლიქტების აღმოფხვრაში.

საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, ვადიმ პრისტაიკომ და აურელიუ ჩოკოიმ სამი ქვეყნის ერთობლივ განცხადებას ხელი 5 დეკემბერს მოაწერეს, ბრატისლავაში.

წყარო: emerging-europe.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *