მსოფლიოს 10 საუკეთესო ადგილი სასადილოდ 2020 წლისთვის

მსოფლიოს 10 საუკეთესო ადგილი სასადილოდ 2020 წლისთვის

იმის გამო, რომ გემრიერლი კერძის ცნება სუბიექტურია, ბაზარი მრავალფეროვანი რესტორნების არჩევანით ხასიათდება. გურმანები კი დაუზარებლად სტუმრობენ როგორც ახალ ზელანდიას, ასევე  მალდივებს, ამა თუ იმ კერძის დასაგემოვნებლად და ახალი შეგრძნებების განსაცდელად.

ამერიკულმა ფორბსმა ერთგვარი კვლევა ჩაატარა კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით და დაასახელა 10 საუკეთესო ადგილი სასადილოდ 2020 წელს. ზოგიერთი მათგანი ფართო საზოგაროებისთვის უკვე ცნობილია, ნაწილზე ალბათ არაფერი გსმენიათ, მაგრამ როგორც კომპეტენტური წყარო აცხადებს, მათი მონხულება ნადვილად ღირს.

საუკეთესო სასადილო ადგილების ათეული ასე გამოიყურება :

Alchemist, კოპენჰაგენი

თუ მოხვდებით კოპენჰაგენში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ „ალქიმიკოსს“, მათი მაღალი კონცეფციის სასადილო გამოცდილება აღფრთოვანებაში ყველაზე პრეტენზიულ სტუმარსაც კი მოიყვანს.

Direkte, ბარსელონა

რესტორანი Direkte ბარსელონას შუაგულში მდებარეობს. მისი შეფ-მზარეული კი თითქმის ყოველდღე ცვლის მენიუს და მომხმარებლებს საკუთარ გამოგონებულ კერძებს სთავაზობს, რომელიც იაპონურ ტექნიკას ეფუძნება. შეფ-მზარეული ასევე აქტიურად იყნებს კატალონიის სეზონურ პროდუქტებს.

Hiakai, ველინგტონი

რესტორანს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ქალი მზარეული ჰყავს. იგი იყენებს ძველი ტრადიციულ ტექნიკას საკვების მომზადებისას და წარმატებით ურწყავს მოდერნისტულ შტრიხებს.

Jordnær, Gentofte, დანია

ეს რესტორანი კოპენჰაგენის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს. რესტორანმა არნახული პოპულარულობა გახსნის პირველივე წელს მოიპოვა და მას მსოფლიოს მრავალი კუთხიდან სტუმრობენ. რესტორანი წარმატებით უთავსებს ფრანგულ და აზიურ ინგრედიენტებს სხვადასხვა კერძებში.

Kjolle, ლიმა

რესტორანი Kjolle გაოირჩევა როგორც ინტერიერით, ასევე კერძების მრავალფეროვანი ასორტიმენტით, აქ შეხვდებით სრულიად განსხვავებულ კერძებს საინტერესო ინგრედიენტებითა და არომატებით.

Meizan Kimiya, კაგოშიმა, იაპონია

ეს რესტორანი საოჯახოა, იგი ორ ძმას ეკუთვნის. ერთი ძმა სუშის მომზადებაშია დახელოვნებული, ხოლო მეორე  კისეკის. ეს არის არაჩვეულებრივი კომბინაცია, რომელის მსგავს იაპონიაშიც კი იშვიათად შეხვდებით.

MercadoLittle Spain, ნიუ-იორკი

რესტორნამა წელს რამდენიმე ათას ადამიანს უმასპინძლა. Mercado Little Spain განთავსებულია მანჰეტენის შუაგულში და მომხმარებელს საუკეთესო ესპანურ სამზარეულოს სთავაზობს, სადაც უხვად არის წარმოდგენილი ზღვის პროდუქტები და ბოსტნეულისგან მომზადებული კერძები .

Salsify, კეიპტაუნი 

რესტორანი Salsify განთავსებულია ყურესთან ახლოს. ეს გახლავთ ეგზოტიკური ადგილი თავისი დამახასიათებელი კერძებით, რომელსაც მსოფლიოს ვერც ერთ ნაწილში ვერ დააგემოვნებთ.

Soneva Fushi, Kunfunadhoo Island, მალდივები

Soneva Fushi-ის სამზარეულო საუკეთესოა მთელს ინდოეთის ოკეანეს სანაპიროზე. რესტორანი განთავსებულია ტროპიკულ ბაღებში, ქვიშიან ნაპირზე. ეგზოტიკური გარემო და უგემრიელესი სუში ამ ადგილს განუმეორებლად აქცევს, ამიტომ რესტორანი კლიენტების სიმცირეს არასდროს უჩივის. 

UNDER, Lindesnes, ნორვეგია

ეს გახლავთ მსოფლიოში ყველაზე დიდი წყალქვეშა რესტორანი, რომელიც ზედაპირიდან ხუთნახევარი მეტრის სიღრმეზე მდებარეობს და სტუმრებს აოცებს მდიდარი ზღვის სამყაროთი და მისი ბინადრებით. აღსანიშნავია ასევე რესტორნის მენიუ რომელიც გამოირჩევა ეგზოტიკური კერძებით.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *