ყველაზე კომფორტული გადახდების პლატფორმა - რატომ TBC PAY?

ყველაზე კომფორტული გადახდების პლატფორმა - რატომ TBC PAY?

თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება, ხოლო ადამიანს ძალიან ცოტა დრო აქვს ყველაფრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შექმნა პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს პრაქტიკულად ყოველდღიურად სჭირდება და რისთვისაც რაც შეიძლება ნაკლები დრო დაეხარჯება. სწორედ ამ მიზნით უკვე 10 წელზე მეტია მომენტალური გადახდების ბაზარზე TBC PAY ფუნქციონირებს, რომელიც არ არის მხოლოდ გადახდის საშუალება. ეს არის პროდუქტების ერთობლიობა მიმართული არსებულ საჭიროებებზე, რათა მეტი შესაძლებლობა მისცეს მომხმარებლებს და გაუმარტივოს რიგი პროცესები. ეს ყველაფერი კი სულ რაღაც წამებში.

დღეს TBC PAY მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი მიმართულების, ფინტექ-ინდუსტრიის წარმომადგენელია. რა არის TBC PAY-ის ამოცანა და რა სიახლეებს უნდა ელოდოს მომხმარებელი უახლოეს პერიოდში მისგან, ამის შესახებ კომპანიის დირექტორი ხვიჩა სებისკვერაძე საუბრობს.  

მოგვიყევით, საიდან იწყება TBC PAY-ის ისტორია?

TBC PAY შეიქმნა 2008 წელს, გადახდების მიღება დავიწყეთ სულ რაღაც 50 გადახდის აპარატითა და რამდენიმე თანამშრომლით. დღეს უკვე გვაქვს 3,500  გადახდის აპარატი და 300-მდე თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები ამ ბაზარზე. ჩვენი კომპანია ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვითარდებოდა და 2015 წლიდან ონლაინ მიმართულებაც ავითვისეთ, შევქმენით ვებგვერდი, ხოლო 2017 წელს მისი განახლებული ვერსია გავუშვით. 2019 წლიდან  ხელმისაწვდომია TBC PAY-ს აპლიკაციაც.

ვფიქრობთ TBC PAY არის კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება იყო მსხვილი ბანკის შვილობილი კომპანია, რაც გულისხმობს სტაბილურობას და ძალიან ბევრ რესურსზე წვდომას, რაც დიდი კომფორტია და მეორე მხრივ, გქონდეს იმის საშუალება, რომ ბევრი ბიუროკრატიული პროცესი თავიდან აიცილო, მათ შორის კომუნიკაციის კუთხითაც. ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ როგორც დიდი, ისე პატარა კომპანიის ყველა სიკეთე გვაქვს გაერთიანებული. 

რა იყო TBC PAY-ის შექმნის მიზანი? და რას სთავაზობთ დღეს მომხმარებელს?

თავიდან დავიწყეთ როგორც მოსახერხებელი გადახდის არხი, იდეა იყო რომ ბანკი განტვირთულიყო გადახდებისგან და კლიენტებისთვის შეგვეთავაზებინა მეტი კომფორტი დისტანციურად, ბანკს თუ აქვს დღეს, მაგალითად, 50 ფილიალი, ჩვენ გვაქვს 3 500 გადახდის წერტილი 6 რეგიონის მასშტაბით. თავიდან  მომხმარებლებს სულ რამდენიმე სერვისს ვთავაზობდით, მაგალითად: მობილურის ანგარიშის შევსება და კომუნალურების გადახდა. დღეს 1000-მდე სერვისის პროვაიდერი გვყავს  და 1500-ზე მეტი სხვადასხვა მომსახურების გადახდა არის შესაძლებელი, როგორც TBC PAY-ის ტერმინალების, ასევე ვებგვერდისა და აპლიკაციის საშუალებით.

 ტრადიციული სერვისების გადახდის გარდა, TBC PAY-ით მაგალითად შეიძენთ კონცერტის ბილეთებს, იყიდით სამოგზაურო დაზღვევას, შეგიძლიათ მართვის მოწმობის გამოცდის ჯავშნის გაკეთება ან ზონალური პარკირების საშვის შეძენაც, რაც თბილისისთვის სიახლეა. კიდევ ბევრ მიმართულებაზე ვმუშაობთ. გაიზარდა ჩვენი შესაძლებლობები და სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს სხვადასხვა ტიპის ბიზნესი უკვე დისტანციურ გაყიდვის ერთ-ერთ ეფექტურ არხად განიხილავს, ჩვენ კი მათ საჭიროებებს მაქსიმალურად ვერგებით. ვემსახურებით როგორც ასობით პატარა კომპანიას, რომელთა სერვისები ჩვენ არხებშია ჩართული, ამასთანავე მსხვილ ბიზნესებს. საინტერესო თანამშრომლობას ვგეგმავთ საერთაშორისო ბრენდებთანაც.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებლები გვანდობენ ფულს და ყოველი წამი მნიშვნელოვანია. იყო გადახდების ბიზნესში, ნიშნავს აკეთო ათმაგად საპასუხისმგებლო საქმე. ამიტომაც, იმისათვის, რომ ჩვენი მომსახურება იყოს კომფორტული, ჩვენ გვაქვს 24-საათიანი მხარდაჭერის ცენტრი. თუ მომხმარებელს რაიმე ტექნიკური პრობლემა შეექმნება, შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენც უსწრაფესად დავეხმარებით. ასევე, ვებგვერდსა და აპლიკაციაში გვაქვს ონლაინ ჩატი. ამ არხებში ტექნიკური მხარდაჭერის თანამშრომლები არიან გაერთიანებული, შესაბამისად, მათ შეუძლიათ დაფიქსირებული პრობლემების 80% თავად გადაჭრან. 

როგორც ვიცით, ონლაინ და აპარატებით გადახდები დღითიდღე იზრდება საქართველოში. სტატისტიკაზეც რომ მოგვიყვეთ, რამდენი ადამიანი იყენებს თქვენს პროდუქტებს?

ყოველდღიურად აპარატები ემსახურება 100,000-ზე მეტ მომხმარებელს, თვეში ეს 3,000,0000-ს სცდება, ბევრისთვის ამ ტიპის ბიზნესის ასეთი მასშტაბები მოულოდნელია. ასევე, 100,000-ზე მეტი გადახდა გვაქვს თვეში ვებგვერდზე. ძალიან დიდია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელიც ამ პროდუქტს იყენებს. 

როგორია თქვენი მუშაობის პრინციპი, როგორ ნერგავთ სიახლეებს?

ჩვენ ხშირად ვატარებთ კვლევებს, კონკრეტულად, სწრაფი გადახდის მომხმარებლებში, მუდმივად ვაუმჯობესებთ როგორც ზოგადად სერვისის ტექნიკურ ხარისხს, ისე User Experience (UX) და User Interface (UI) ნაწილს, ვტესტავთ სხვადასხვა ვერსიებს ვიწრო ჯგუფებზე და მუდმივ უკუკავშირზე ვართ მომხმარებელთან.

სწორედ კვლევებიდან წარმოიშვა ვებგვერდისა თუ აპლიკაციის იდეები. ჩვენ დიდხანს ვიმუშავეთ ვებგვერდის კონცეფციაზე. UX-ზე და დიზაინზე იმუშავა ბრიტანულმა კომპანიამ BOX UK-მ, რომელსაც გლობალური გამოცდილება აქვს, მათმა კომპეტენციამ და მოხმარებელთა კვლევამ მოგვცა საშუალება შეგვექმნა მაქსიმალურად მოსახერხებელი და მარტივი ონლაინ გადახდების პლატფორმა. ვინაიდან ვებგვერდის მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი სმარტფონით შემოდის, ამიტომ შემდეგი ნაბიჯი აპლიკაციის შექმნა იყო. TBC PAY Mobile-ისატესტო რეჟიმშია, თუმცა უკვე ხელმისაწვდომია Apple და Play Store-ებზე. 

მოგვიყევით TBC PAY-ს გუნდის შესახებ

მომხმარებელთა კმაყოფილებას ვერ მივაღწევთ ჩვენი თანამშრომელების გუნდის კმაყოფილების გარეშე. როცა უყურებ გადახდის აპარატს, რთულია წარმოიდგინო ამ აპარატის უკან ადამიანთა შრომა და ძალისხმევა. ჩვენი ძირითადი ბირთვი, პირველ რიგში, დაახლოებით 200 ადამიანია, რომლებიც ყოველდღიურად მიდიან გადახდის აპარატთან და უზრუნველყოფენ მათ ტექნიკურ გამართულობას. ამას გარდა, ჩვენ ოფისშიც გამორჩეული გუნდი გვყავს. გვაქვს ე.წ. Open Space და ერთმანეთთან კომუნიკაცია კაბინეტების გარეშე, რაც ძალიან აადვილებს თანამშრომლებს შორის როგორც საქმიან კომუნიკაციას, ასევე, აყალიბებს არაფორმალურ ურთიერთობებს.

აქვე დასაქმების პერსპექტივებზეც რომ ვისაუბროთ. როგორც იცით, საქართველოში დღესდღეობით უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა. როგორი დამსაქმებელია TBC PAY?

TBC PAY ერთნაირად საინტერესოა როგორც გამოცდილი, ისე ახალბედა კადრებისთვის. მუდმივად გვაქვს ვაკანსიები, განსაკუთრებით, IT მიმართულებით.

ჩვენ თანამშრომლებს ვთაზობთ კონკურენტუნარიან ანაზღაურებასა და სამოტივაციო ბენეფიტებს. მუდმივად ვზრუნავთ დაინტერესებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენინგებზე, მათ შორის საქართველოს გარეთაც. მაგალითად, ჩვენმა წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 2019 წლის ყველაზე მსხვილ Fin-Tech კონფერენციაში სინგაპურში სხვა130 ქვეყანასთან ერთად

ჩვენ ასევე ვთავაზობთ დასაქმებას და სტაჟირებას გამოუცდელ კადრებს, სტუდენტებს. ბევრისთვის ჩვენ ვიყავით პირველი დამსაქმებელი. ახლა მაგალითად, IT განყოფილებაში გვყავს ექვსი თანამშრომელი, რომლებიც გამოცდილების გარეშე ავიყვანეთ. ასეთი ადამიანები ჩვენთან ერთად ვითარდებიან, თან სწავლასაც აგრძელებენ და ჩვენც მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ მოქნილი გრაფიკის კუთხით. თუმცა, ამასთანავე, მუდმივად ღია ვართ გამოცდილი კადრებისათვის.

ჩვენ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან შეუერთდნენ ცვლილებებსა და ახალ-ახალ გამოწვევებს.

და ბოლოს, TBC PAY მუდმივად ვითარდება, ამჯერად რას უნდა ელოდოს თქვენი მომხმარებელი უახლოეს მომავალში?

კონკურენტული ბიზნეს გარემო დიდი გამოწვევების წინაშე გვაყენებს და ჩვენც მოდუნების საშუალება არ გვაქვს. ფინანსური ტექნოლოგიების სფერო ბოლო პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულებაა და მის ნაწილად ყოფნა ჩვენთვის საინტერესოა.

არ ვკარგავთ ფოკუსს ჩვენს ძირითად მიმართულებებზე ნაღდი ფულის გადახდის, მართვისა და კორპორატიულ კლიენტებისათვის სერვისების გაუმჯობესებაზე. თუმცა, მსოფლიო და ლოკალური ტრენდიდან გამომდინარე, ონლაინ მიმართულებითაც ვვითარდებით.

როგორც გითხარით, მობილური აპლიკაციის სატესტო ვერსია უკვე მზადაა და ჩვენი მთელი რესურსი ახლა სწორედ მის დახვეწაზეა მიმართული. ჩვენი სამივე ძირითადი პროდუქტი, როგორც აპარატები, ისე ვებგვერდი და აპლიკაცია ნებისმიერი ბანკის მომხმარებელზეა მორგებული განსხვავებით, მაგალითად, მობაილ თუ ინტერნეტ ბანკისგან, რომლებიც მხოლოდ ერთი ბანკის მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობს. სწორედ ამ კუთხით გვინდა სიახლეები შემოგთავაზოთ. აპლიკაციაში ძალიან მალე გვექნება ინოვაციური ფინანსური ფუნქციონალი, რომელიც საგრძნობლად ამარტივებს რიგ პროცესებს, თუმცა ამას ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებთ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *