მერკელი კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ გეგმავს

მერკელი კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ გეგმავს

გერმანია კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ გეგმავს, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიაა მექსიკა, ვიეტნამი და ინდოეთი. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი “დოიჩე ველე” იტყობინება.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბევრი წარმატებული კომპანია იძულებული გახდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმართოს საკუთარი საქმიანობა კადრების ნაკლებობის გამო.

”ჩვენ ვიცით, რომ მრავალი სექტორი და ბიზნესი ეძებს გამოცდილ კადრებს, ამიტომ ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ და ვუზრუნველჰყოთ ბიზესი კვალიფიციური მუშახელით”, – განაცხადა მერკელმა.

როგორც მერკელი აღნიშნავს 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს გერმანიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან, „მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ამიტომ ჩვენ უნდა მოვიძიოთ გამოცდილი მუშახელი ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც,“- თქვა მერკელმა.

“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, კადრების იმიგრაციის კანონი, რომელიც 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გამარტივებული გზით ჩამოვიდნენ გერმანიაში და დასაქმდნენ.

გერმანიაში პროფესიონალების დეფიციტი აქვთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი, მზარეული, ექთანი, ხანდაზმულთა მომვლელი, ელექტროტექნიკოსი, მეტალურგი და ა.შ.

წყარო: Deutsche Welle

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *