აშშ-ის 50 ყველაზე წარმატებული, სელფმეიდი ქალის რეიტინგი

„ფორბსმა“ პირველად შეადგინა აშშ–ის 50 ყველაზე წარმატებული, სელფმეიდი ქალის რეიტინგი. ქალები მათ მიერ დაგროვილი ქონების სუფთა ღირებულების მიხედვით შეირჩნენ. ეს სია აერთიანებს მეწარმეებს, აღმასრულებელ დირექტორებს, შოუბიზნესის წარმომადგენლებს, დიზაინერებს და მწერლებსაც კი.

ამ სხვადასხვა ინტერესის მქონე ქალბატონებს შორის აღმოაჩენთ ისეთ ცნობილ სახელებს, როგორიცაა ოპრა უინფრი და შერილ სანდბერგი - ფეისბუკიდან. ნაკლებად ცნობილებიდან შეხვდებით დერმატოლოგებს - ქეით ფილდსს და ქეით როდენს, რომლებმაც გამონაყარის მოვლის ინოვაციური საშუალების, „პროაქტივის“ შექმნის შემდეგ, კანის მოვლის საკუთარი კომპანია დააფუძნეს.

წარმატებული ქალბატონების სიის სათავეში დგას ელიზაბეთ ჰოლმსი. 2003 წელს მან სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლაზე უარი თქვა და სისხლის შემოწმების საკუთარი ცენტრი - „თერანოსი“ დააარსა. დამსახურებული $4.5 მილიარდით ჰოლმსი ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერი ქალია. ასევე, ამ სიის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან ფლიზანთ როულენდი, „ამერიქან დოლსის“ დამაარსებელი და ტრანსგენდერი ქალი მარტინა როთბლატი, რომელმაც გახსნა და მართავს ბიოტექნიკურ ცენტრს - United Therapeutics.

მნიშვნელოვანია, რომ ამ სიის ოცმა წარმომადგენელმა სწორად აუბა ფეხი ტექნოლოგიურ ინოვაციებს. ამ ქალების რიცხვს მიეკუთვნებიან უეილი დაი, „მარველ ტექნოლოჯის“ ერთ-ერთი დამაარსებელი; ლინდა უეინმანი, რომელმაც Lynda.com-ი LinkedIn-ს $1.5 მილიარდად მიჰყიდა; ასევე მარისა მეიერი - yahoo-ს აღმასრულებელი დირექტორი. განსხვავებულ გზას მიმართა ქალბატონების ნაწილმა, მაგალითად, კიტ კროუფორდმა ქმართან ერთად დაიწყო ორგანული საკვებისა და სასმელების წარმოება, დღეს მათი პროდუქცია 14 ქვეყანაში იყიდება.

ნიუ-იორკს განსაკუთრებული ადგილი უკავია წარმატებული ქალების გარკვეული ნაწილის კარიერაში. მეგაპოლისზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებული ისეთი პოპ ვარსკვლავები, როგორიცაა ბიონსე და მადონა, ასევე დიზაინერები - ვერა ვანგი, დიანა ვონ ფურსტენბერგი და დონა კარანი. წარმატებულ ქალბატონთა სიაში ბიონსე და სატელევიზიო ბიზნესის წარმომადგენელი ჯაჯ ჯუდი იყოფენ 49-ე ადგილს. მათ ოდნავ ჩამორჩებიან ისეთი ვარსკვლავები, როგორიცაა ჯესიკა ალბა, სანდრა ბალოკი და ტეილორ სუიფტი. ისინი $200-მილიონიან ქონებას ფლობენ.

მიუხედავად იმისა, რომ სიაში შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქალბატონები არიან, მათ შორის მაინც მოხვდნენ ისინი, ვინც ქვეყნის გარეთ დაიბადნენ. მათ შორისაა ტეი ლი, რომლის ინტერნეტპროვიდერული კომპანია - SHI International ყველაზე დიდი კომპანიაა შეერთებულ შტატებში, რომელსაც ქალი ფლობს.

წინა სტატია

ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა სამთომომპოვებით მრეწველობაში ფიქსირდება
19 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

როდის გახდება საქართველო მდიდარი?
22 ივნისი, 2015
Destination Developer
Forbes Georgia in English | ივლ, 25, 2018
ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხით ევროკავშირმა რუსეთს გადაუსწრო
საქართველო | ივლ, 31, 2018
ქებურიების ამბასადორიალი
კომპანიები | აგვ, 03, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა