იანვარ-მაისში ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხები 35.5 მილიონი დოლარით შემცირდა

იანვარ-მაისში ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხები 35.5 მილიონი დოლარით შემცირდა

2015 წლის მაისში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 19.5 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან, 20.2 მილიონი ლარით გაიზარდა ლარში გაცემული სესხები, ხოლო დოლარში გაცემული სესხები 0.7 მილიონი ლარით შემცირდა. საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 64.5%-ზე დაფიქსირდა. 2015 წლის პირველ ხუთ თვეში ლარში გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 192 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში გაცემული სესხები 1 731 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა ზრდა ლარის კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული. თუ დოლარში გადავიყვანთ, 35.5 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

მაისში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0.3% პუნქტით შემცირდა და 18.8% შეადგინა, ხოლო დოლარში გაცემულ სესხებზე 0.6% პუნქტით გაიზარდა და 11.7%-ს გაუტოლდა.

11.8 მილიონი ლარით გაიზარდა ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა. 26.7 მილიონი ლარით გაიზარდა დოლარში გაცემული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა, ხოლო ლარში გაცემული 14.9 მილიონი ლარით შემცირდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *