NEXIA TA Meliora-ს კონკურსში “2019 წლის პასუხისმგებელი დამსაქმებლის” ნომინაციის გამარჯვებულია

NEXIA TA Meliora-ს კონკურსში “2019 წლის პასუხისმგებელი დამსაქმებლის” ნომინაციის გამარჯვებულია

NEXIA TA-მ ჯილდო მოიპოვა წარდგენილი პროექტით – “თანამშრომელი ყევლაზე მაღალი ღირებულება”.

ნომინაციაზე წარდგენილები იყვნენ: სს “თიბისი ბანკი”, სადაზღვევო კომპანია “ჯი პი აი ჰოლდინგი”, “Majorel Georgia”, “Hilton Garden Inn Tbilisi Chavchavadze”, ACT – Analysis and Consulting Team, “ლილო მოლი”, “გრინვეი” და “დიო”.

ნომინაციაში წარდგენილი პროექტების ჟიურის წევრებს წარმოადგენდნენ ექსპერტები დიდი ბიტანეთიდან, ისრაელიდან და საქართველოდან.

“ადამიანები ორგანიზაციაში, მათი კმაყოფილება და ლოიალობის მოპოვება, ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიისთვის, უმთავრესი ამოცანაა. ჩვენი ბიზნესი საკონსულტაციო ტიპისაა, კონსულტაციის მთავარი “დრაივერები”  ნდობა და მხარდაჭერაა, იმისათვის, რომ ამ “დრაივერებმა” იმუშაონ, მათი ჩანერგვა პირველ რიგში თანამშრომლებში უნდა მოხდეს” – ამბობს კომპანიის მმართველი პარტნირი დავით ლომიძე.

კომპანიაში ამობენ, რომ მენეჯმენტი მუდმივად უზრუნველჰყოფს ღია და მხარდამჭერი გარემოს შექმნას, მაგრამ სწრაფ ზრდას თავისი საფრთხეები მოჰყვება, რაც უმთავრესად, მენეჯმენტსა და თანამშრომლებს შორის მნიშვნელოვანი მანძილის გაჩენაში გამოიხატება, ასეთი შესაძლებლობის თავიდან ასაცილებლად კომპანიის პარტნიორებმა თანამშრომლებთან ურთიერთობაში სისტემური მიდგომების დანერგვა გადაწყვიტეს.

დაიგეგმა არაერთი სამუშაო სესია, სადაც განხილული იყო დასაქმებულების მხარდაჭერის სასურველი ფორმები, როგორც სამსახურეობრივ, ისე პირად ცხოვრებაში; შემუშავდა შიდა კომუნიკაციის პლატფორმა.

კომპანიაში დაინერგა პრაქტიკა თანამშრომლებთან პერიოდული კომუნიკაციის, სადაც საინტერესო და ახალი იდეების განხილვა ხდება.

როგორც NEXIA TA-ის საგადასახადო მიმართულების დირექტორი დავით მამრიკიშვილი ამბობს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო უკუკავშირის სისტემის დანერგვა, ამან ურთიერთობა კარგად გასაგები გახადა, ადამიანებმა იციან რას მოითხოვენ ერთმანეთისგან, როგორც პროფესიულ, ისე ღირებულებით ჭრილში.

“დღეს, “მრგავლი მაგიდის” პრინციპით 220 ადამიანს ვაძლევთ უკუკავშირს, მათ აქვთ დრო გაიაზრონ შეფასება და აქვთ საშუალება დაეთანხმონ, ან არ დაეთანხმონ მას. უკუკავშირი კომპანიაში გვაძლევს შეასძლებლობას თითოეული თანამშრომლისთვის შემუშავდეს ინდივიდუალური განვითარებისა და გაძლიერების პროგრამა.

ჩვენთვის “წლის პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის” ნომინაციაში გამარჯვება უაღრესად სასიხარულო, თუმცა ამავდროულად საპასუხისმგებლოა, რადგან ვფიქრობთ ,რომ კიდევ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ჟიურის წევრების და კონკურსის ორგანიზატორების ნდობა გავამართლოთ. 

წლის პასუხისმგებლიანი დამსაქმებლის ჯილდო ხვდა კომპანიას, რომელიც “ზრუნავს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობაზე. თანამშრომლებისთვის თანაბარი შესაძლებლობების, კარგი და სამართლიანი სამუშაო პირობების უზრუნველყოფაზე, მათი განათლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობაზე” – მაკა კუკავა, ადამიანური რესურსების მართვისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი 

კომპანიაში ბოლო ერთი წლის მანძილზე დეტალურად გაიწერა და გამჭირვალე გახდა კარიერული წინსვლის სრული პროცესი. ACCA-ს საერთაშორისო გამოცდა ჩაიდო შეფასების ძირითად ინდიკატორებში (KPI). კომპანიაში ყველამ იცის – თუ მუშაობ კარგად, ხარ საერთაშორისო პარამეტრებით სერთიფიცირებული სპეციალისტი, გყავს კმაყოფილი კლიენტი, გაქვს კარგი ანალიტიკური უნარები და საკითხის სტარტეგიული ხედვა – შენთვის გზა ხსნილია შემდეგი კარიერული წინსვლისკენ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *