ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა

ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი დაინიშნა

მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ბილ გეითსის უფროსი ქალიშვილი ჯენიფერ გეითსი დაინიშნა. მისი რჩეული ეგვიპტელი ცხენოსანი, ნილ ნასარია. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

Microsoft-ის დამფუძნებლის უფროსმა ქალიშვილმა Instagram-ის პირად გვერდზე ნასართან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და გულშემატკივრებსა და მეგობრებს ამცნო, რომ ბოიფრენდმა ხელი სთხოვა. ფოტოს ქვევით თავად ბილ გეითსი აკომენტარებს და აღნიშნავს, რომ „სრულიად აღელვებულია!“.

წყვილს საერთო ინტერესებიც აქვთ, ორივეს ძალიან უყვარს ცხენები. ორივე  სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ორივე მათგანი სპორტზე გიჟდება.

“ის პროფესიონალი ცხენოსანია, მე კი ძალიან მიყვარს ცხენები და მინდა, ცხენოსნობაში წარმატებას მივაღწიო“, – ამბობდა გასულ წელს ჯენიფერ გეითსი CNN-თან საუბრისას.

როგორც Business Insider-ი იუწყება, ნასარი ჩიკაგოში დაიბადა, მაგრამ თავისი ცხოვრების მნიშნვნელოვანი ნაწილი მან მშობლებთან ერთად ქუვეითში  გაატარა. ის კარგად ფლობს ინგლისურ, არაბულ და ფრანგულ ენებს. ნასარი აშშ-ში 2009 წელს დაბრუნდა და 2013 წელს სტენფორდი დაამთავრა.

წყარო: Business Insider

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *