კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ონლაინ-დაჯავშნა შესაძლებელი ხდება

კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ონლაინ-დაჯავშნა შესაძლებელი ხდება

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი მომხმარებლებს რაკეტით კოსმოსში ტვირთის გაგზავნის ონლაინ-დაჯავშნის საშუალებას აძლევს. საუბარია Falcon 9-ზე, რომლის მთლიანად დაქირავებისთვის დაახლოებით 60 მლნ დოლარია საჭირო. ამიტომაც SpaceX-ი დაბალბიუჯეტიან მცირე ზომის სატელიტ-მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას საფასური გაინაწილონ და ერთად გაგზავნონ საჭირო ტვირთი კოსმოსში. ფასი, რომელსაც კომპანია ონლაინ-დაჯავშნის შემთხვევაში მომხმარებელს სთავაზობს, 1 მლნ დოლარიდან დაიწყება.

ინტერნეტით დაჯავშნისას მსურველებმა შესაძლებელია მიუთითონ სასურველი ორბიტა, სავარაუდო თარიღი და დაახლოებით რამდენი კილოგრამის მოცულობის ტვირთის გაგზავნა სურთ, რის შემდეგაც სისტემა საფასურს შესაბამისად დაითვლის. ილონ მასკის კომპანია დამატებით დაზღვევის სერვისსაც სთავაზობს მსურველს.

SpaceX-ი Falcon 9-ის აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებლებს ივნისიდან შესთავაზებს. მსურველებს წინასწარ დეპოზიტის სახით 5,000 დოლარის გადახდა მოუწევთ.

SpaceX-ი კოსმოსური რაკეტების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ილონ მასკმა 2002 წელს დააარსა. მასკის მიზანია კოსმოსური ფრენების გაიაფება, რაც კაცობრიობას მარსის კოლონიზაციის შესაძლებლობას მისცემს.

წყარო: TechCrunch

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *