Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

7 თებერვალს, Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

ცერემონია Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გაიმართა და ის “ფორბსის” მთავარ რედაქტორს, გიორგი ისაკაძეს მიჰყავდა. დაჯილდოებამდე თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, “საქართველოს სინფონიეტას”, აკაპელა ჯაზ-ანსამბლ The Georgian Six-ის სოლისტის ქეთევან ქართველიშვილის და საოპერო მომღერლის მიხეილ აბრამიშვილის წარმოდგენა შედგა.

ღონისძიების დასაწყისში Forbes Georgia-ის 2019 წლის 30 Under 30-ის სიის წარდგენა მოხდა. ასევე დაანონსდა ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სამიტის ჩატარება.

“ფორბსმა” Forbes Woman-ის ჯილდოს გადაცემის უფლება Forbes Woman Georgia-ის გუნდს გადაულოცა და სცენაზე ქეთა ლომიძე და მარიამ სპარსიაშვილი მოიწვია.

შემდეგ, გიორგი ისაკაძემ სცენაზე თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ნიკა ქურდიანს მოუხმო და გამოაცხადა, რომ “ფორბსი” ინტეგრირდება თიბისი სტარტაპერის დაჯილდოებაში და მომავალი წლიდან Forbes Startup-ის ჯილდოს თიბისისთან ერთად გადასცემს.

Forbes Property 2019-ის ნომინაციაში გამარჯვებულად კომპანია Domson’s Engineering & Construction-ი და დასახელდა, ჯილდო კი მის აღმასრულებელ დირექტორს სოსო ბერიძეს გადაეცა.

Forbes Entrepreneur 2019-ის ჯილდოს წარდგენისას, ისაკაძემ განაცხადა, რომ “ბიზნესი არ უნდა იყოს უმადური” და სცენაზე მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოუხმო. ეს ჯილდო 2019 წელს ბიზნესიდან წასულ ამ ორ ადამიანს გადაეცა.

ბოლოს, Forbes Social Impact 2019-ის ჯილდო “ფორბსმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს გადასცა.

შეგახსენებთ, რომ Forbes Georgia-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.

ჟურნალი “ფორბსი” 20-ზე მეტ ენაზე მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა. 

Forbes Georgia მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ბიზნესჟურნალის, ForbesMedia N.Y.-ის ლიცენზირებული, ყოველთვიური გამოცემაა. ჟურნალს გამოსცემს სს “Media Partners” Forbes Media LLC NY სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *