ბლუმბერგმა Facebook-ზე რეკლამისთვის ბერნი სანდერსთან შედარებით 1,200%-ით მეტი დახარჯა

ბლუმბერგმა Facebook-ზე რეკლამისთვის ბერნი სანდერსთან შედარებით 1,200%-ით მეტი დახარჯა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა და მილიარდერმა მაიკ ბლუმბერგმა, მის ერთ-ერთ კონკურენტ ბერნი სანდერსთან შედარებით, Facebook-ზე რეკლამებისთვის 2020 წელს 1,200%-ით მეტი დახარჯა. კერძოდ, ბლუმბერგმა 1 იანვრიდან $24,548,854 დახარჯა, მაშინ როდესაც ბერნი სანდერსმა მხოლოდ $1,870,269. რაც შეეხება სხვა დემოკრატ კანდიდატებს, მაგალითად მილიარდერმა ტომ სტეიერმა $4,591,714 დახარჯა მიმდინარე წელს, ელიზაბეთ უორენმა კი $1,143,125.

რაც შეეხება დონალდ ტრამპს, რომელიც რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია, Forbes-ის ინფორმაციით, მან კამპანიის ფარგლებში დაახლოებით 5 მილიონი დახარჯა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. ნიუ-იორკის ყოფილი მერი მაიკ ბლუმბერგი აქტიურად ხარჯავს ფულს საარჩევნო კამპანიისთვის. ბლუმბერგის ქონება Forbes-ის მიხედვით, 61.5 მლრდ დოლარს შეადგენს.

წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *