ჟენევის ავტოშოუ, შესაძლოა, კორონავირუსის საფრთხეების გამო გაუქმდეს

ჟენევის ავტოშოუ, შესაძლოა, კორონავირუსის საფრთხეების გამო გაუქმდეს

ევროპის ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური ავტოშოუ, რომელიც 5 მარტს უნდა გაიხნას და 15 მარტამდე გაგრძელდეს, შესაძლოა გაუქმდეს, თუ კორონავირუსის საფრთხეები გაიზრდება.

როგორც ანალიტიკური კომპანია GlobalData-ს ერთ-ერთი რედაქტორი ავტომობილების საკითხებში, დევიდ ლეჯეტი აცხადებს, სულ მცირე 13-მა დიდმა ავტომწარმოებელმა უკვე უარი თქვა შოუში მონაწილეობაზე თანხების დაზოგვის მიზნით. ასევე ერთ-ერთ მიზეზად დასახელებულია კლიმატის აქტივისტთა ჯგუფის Extinction Rebellion-ის მიერ დაგეგმილი საპროტესტო გამოსვლებიც, რომლის მიზანიც შოუს ჩაშლა იქნება. თუმცა, კორონავირუსი ასევე არის საფრთხე ავტოშოუსთვის.

“მხოლოდ კორონავირუსით გამოწვეული ჯანდაცვის კრიზისი აჩენს უდიდეს კითხვით ნიშანს წლევანდელი ჟენევის ავტოშოუს გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც მარტშია დაგეგმილი. ორგანიზატორები აქტიურად აკვირდებიან კრიზისს, ისევე როგორც გამოფენის მონაწილეები. თუ ერთი ან ორი მონაწილე გადაწყვეტს, რომ თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკები მაღალია, ეს კიდევ უფრო მეტს უბიძგებს, რომ უარი თქვას მონაწილეობაზე”, – განაცხადა ლეჯეტმა.

მისივე ინფორმაციით, ბრენდები, რომლებიც წელს ჟენევის ავტოშოუს არ დაესწრებიან, შემდეგია: Cadillac-ი, Citroen-ი, Ford-ი, Jaguar-ი, Lamborghini, Land Rover-ი, Mitsubishi, Nissan-ი, Opel-ი, Peugeot-ი, Subaru, Tata და Volvo.

წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *