ამერიკის უმაღლესი სასწავლებლების ბრძოლა პირველობისთვის

მიმდინარეობს პირველი კვირა ფორბსის მეორე ყოველწლიური მოძრაობის, რომელიც ცნობილია როგორც #MyTopCollege. დღეს, მოძრაობაში უკვე ჩრთულია აშშ-ს ყველა რეგიონი. კამპანია, რომელიც მხოლოდ ორშაბათს დაიწყო სტუდენტებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ Forbes-ის სპეციალური გვერდი tweeter-ზე - @ForbesEDU, რათა გაუზიარონ ქვეყანას მათი გამოცდილება თავიანთ სასწავლებლებში და აღწერონ თუ როგორ უწყობენ ისინი სტუდენტების პირად და პროფესიონალურ განვითარებას ხელს. უკანასკნელ წელს, ამ მოძრაობაში სტუდენტების აქტიურობამ მხოლოდ tweeter-ზე 35,000 პოსტს მიაღწია, ხოლო instagram-ზე კი 8000-ს.

ორგანიზატორები პირველი კვირის მონაცემებზე დაყრდნობით შარშანდელი მონაცემების ზრდას ვარაუდობენ. თუ გადავხედავთ სტუდენტთა აქტივობას რეგიონების მიხედვით კენტუკი, ტენესი და დასავლეთ ვირჯინია სიის სათავეს არავის უთმობენ. ყველაზე პასიურ რეგიონებს შორის კი მინესოტა, მერილენდი და ჩრდილოეთ დაკოტა.

პირველი კვირის მონაცემებით სიის სათავეში არის Sweet Briar College. ეს liberal art-ის პრონციპზე დაფუძნებული, 114 წლიანი ისტორიის პატარა სასწავლებელი მხოლოდ გოგონათა აღზრდაზეა ორიენტირებული. ცოტა ხნის წინ მის დახურვას აპირებდნენ მაგრამ ახალმა პრეზინედტმა, ფილ სტოუნმა ეს პრობლემა გადაჭრა, სტუდენტები კი აქტივობით ამტკიცებენ, რომ შემართება არ დაუკარგავთ.

შემდეგ ორ საპრიზო ადგილზე დასავლეთ სანაპიროს უნივერსიტეტები განთავსდნენ. მეორე ადგილი, ამ დროისთვის სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს უკავია, ხოლო მესამე კალიფორნიის სახელწიფო უნივერსიტეტს ფულერტონთან. მთიან რეგიონებს შორის ლიდერობს კოლორადოს სახელწიფო უნივერსიტეტი. მას არ ჩამოუვარდებიან აიდაჰოს კოლეჯი და აიდაჰოს უნივერსიტეტი, რომლების რეგიონში პირველობისთვის იბრძვიან.

ნიუ ინგლანდის რეგიონში ლიდერობს ნიუ ჰემფშირის უნივერსიტეტი, რომელიც შარშანაც არ თმობდა პირველობას. აივი ლიგის წარმომადგენლებს ამ რეგიონში, ჰარვარდსა და იელს ჯერ არ მიუღიათ მონაწილეობა ამ მოძრაობაში და ორგანიზატორები მათ მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

შუა დასავლეთ რეგიონში ლიდერობს მიჩიგანის სახელწიფო უნივერსიტეტი. მიჩიგანის სხვა სასწავლებლებს ამ დროისთვის ჩამორჩება საგინა ველეს სახელმწიფო უნივერსიტეტი, მაგრამ უნივერსიტეტი სტუდენტებში აქტივობის ასამაღლებლად წიგნების მაღაზიის სასაჩუქრე ბარათების დარიგებას იწყებს. ასევე იბრძვია უკეთესი ადგილებისთვის იჰაიოს შტატის ისეთი სასწავლებლები როგორებიცაა ცენტრალ კოლეჯი და იჰაიოს უნივერსიტეტი.

სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში პირველობას არ თმობს ტეხასის ქრისტიანული უნივერსიტეტი, სამხრეთ-აღმოსავლეთსში კი მისისიპის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შუა-ატლანტიკურ რეგიონში სიას ხსნის წმ. ლოურენსის უნივერსიტეტი ნიუ იორკში. მას მოჰყვებიანპენსილვანიის შტატის უნივერსიტეტები დელაუარ ველესა და ვილანოვას უნივერსიეტები. სტუდენტებმა კრეატიულობა გამოიჩინეს როდესაც სტანარტული კამპუსის ფოტოების ნაცვლად პირადი ფოტოები და თავიანთი წარმატებების ისტორიების გავრცეელება აირჩიეს. ამ დროისთვის საკმაოდ ფართოა დიდი სახელწიფო უნივერსიტეტებისა და პატარა, liberal art-ის პრინციპზე დაფუძნებული კოლეჯების რიცხვი, თუმცა ამ მოძრაობაში შთამბეჭდავია სპორტზე ორიენტირებული უნივერსიტეტების თანამონაწილეობაც, მაგალიტად, მიცჰიგანისა და ოჰაიოს სახელწიფო უნივერსიტეტების სახით. მიუხედავად ამისა საბოლოო შედეგებამდე კიდევ 5 კვირაა. 29 ივლისს გამოცხადებული გამარჯვებული სასწავლებელი კი Forbes.com-is ვებ გვერდსა და სოციალურ მედიას დაიკავებს.

წინა სტატია

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 5.5 პროცენტამდე გაზარდა
02 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

იზრდება თუ მცირდება საქართველოს საგარეო ვალი?
02 ივლისი, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა