Apple-მა უჩვეულო დიზაინის iPhone-ი დააპატენტა

Apple-მა უჩვეულო დიზაინის iPhone-ი დააპატენტა

მაშინ როდესაც Samsung-ი, Motorola და Huawei დასაკეცი ახალი სმარტფონების გამოშვებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, Apple-მა გადაწყვიტა სხვა მიმართულებით წავიდეს და მომდევნო iPhone-ი განსხვავებული დიზაინით გამოუშვას. ახალი პატენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით, მომავალი ტელეფონის წინა მხარე, და უკანა მხარე შუშისაა, მას ასევე აქვს დამატებითი ეკრანები.

„შუშა წინ და უკანა მხარეს ტელეფონს გამჭვირვალეს ხდის, რაც მოწყობილობას აძლევს საშუალებას დამატებითი ეკრანები ჰქონდეს, რომელიც ყველა მხრიდან ჩანს“, – განმარტებულია პატენტის შესახებ ინფორმაციაში.

დასაკეცი მობილურები უკვე რეალობაა, თუმცა, გამჭვირვალე სმარტფონები ამ დრომდე არასოდეს ყოფილა. ამის მიზეზი გაუმჭვირვალე სქემა, ე.წ ჩიპები და სხვა კომპონენტები იყო, თუმცა, Apple-ის ახალი პატენტი მოწყობილობას ისე აღწერს, რომ ის სავარაუდოდ, „ფუტურისტულ“ კიბეზე პირველი ნაბიჯი იქნება.

წყარო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *