იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის იანვართან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 5.1%-ით გაიზარდა. 2019 წლის იანვარში ზრდა 3.5% იყო.

წინასწარი ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა. 2020 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.8%-იან, ხოლო მსოფლიო ბანკი 5%-იან ზრდას პროგნოზირებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *