10 ჩინელი მილიარდერის ქონება ერთ კვირაში $14,5 მლრდ-ით გაიზარდა

10 ჩინელი მილიარდერის ქონება ერთ კვირაში $14,5 მლრდ-ით გაიზარდა

კორონავირუსის გამო, დასავლური საფონდო ბირჟების მკვეთრად დაცემის ფონზე, ჩინური კომპანიების ფასი იზრდება. ზოგიერთი უფრო ძვირი გახდა, ვიდრე ამ დრომდე იყო. ერთი კვირის განმავლობაში ათი ჩინელი მილიარდერის ქონება თითქმის $14,5 მილიარდით გაიზარდა. უფრო მეტიც, მათი ნახევარზე მეტი ჯანდაცვის სექტორთან დაკავშირებული პირია.

მათგან აღსანიშნავია ჩინური ფარმაცევტული კომპანია Hansoh Pharmaceutical-ის ხელმძღვანელი ჟუნ ხუეიცზიუანი. 6 მარტის ვაჭრობის მონაცემებით, მისი ქონება $16.6 მილიარდი იყო, ანუ $2.2 მილიარდით მეტი (16%-ით მეტი) ვიდრე ერთი კვირით ადრე. აღსანიშნავია, რომ 59 წლის ბიზნესმენი და მისი ქალიშვილი კომპანიის 75%-ს ფლობენ. Hansoh Pharmaceutical-ი აწარმოებს ინფექციების, დიაბეტის, სიმსივნის სამკურნალო მედიკამენტებს. კომპანია ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.

გამდიდრებულ მილიარდერებს შორის არის ჩინელი მილიარდერი ლი სიტინიც, რომელიც უმსხვილესი ჩინური სამედიცინო აღჭურვილობის მიმწოდებელი კომპანია Mindray Medical International-ის აღმასრულებელი დირექტორია. მისი კაპიტალი $1,3 მილიარდით, ანუ 11%-ით გაიზარდა და $13,2 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული კომპანიის დამფუძნებლის სიუ ხანის ქონებაც გაიზარდა $1,3 მილიარდით და $12,8 მილიარდი შეადგინა.

ერთ კვირაში ყველაზე მეტად გამდიდრებული ჩინელი მილიარდერების სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

ჟუნ ხუეიცზიუანი, Hansoh Pharmaceutical, +$2,2 მლრდ
ცინ ინლინი, Muyuan Foodstuff +$1,9 მლრდ
ლიუ იუნხაო, New Hope Group +$1,8 მლრდ
ცენ ცზიუნდა, Jiangsu Hengrui +$1,4 მლრდ
ლი სიტინი, Mindray Medical International +$1,3 მლრდ
სიუ ხანი, Mindray Medical International +$1,3 მლრდ
სუნ პიაოიანი, Jiangsu Hengrui +$1,3 მლრდ
ხე სიანცზიანი, Midea Group +$1,2 მლრდ
მა ხუატენი, Tencent +$1,1 მლრდ
ჩენ ბანი, Aier Eye Hospital Group +$1 მლრდю

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *