LSE-ზე ქართული კომპანიების აქციებმა ზრდა დაიწყო

LSE-ზე ქართული კომპანიების აქციებმა ზრდა დაიწყო

რეკორდული ვარდნის შემდეგ, 10 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიების აქციების ფასმა ზრდა დაიწყო. ამ დროისთვის ყველაზე მკვეთრად – 8.42%-ით საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG) აქციების ღირებულება გაიზარდა.

TBC-ის აქციების ღირებულება ვაჭრობის გახსნიდან 6.3%-ით, BGEO-ს აქციების ფასი 2.3%-ით, CGEO-ს აქციების ფასი კი 1.6%-ით გაიზარდა.

ზრდას მხოლოდ ქართული კომპანიის აქციები არ განიცდის, მზარდია მთლიანად ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსიც, FTSE 100 ვაჭრობის დაწყებიდან 2.2%-ით გაიზარდა. FTSE 250-ის ინდექსი კი 1.95%-ით არის გაზდრილი.

შეგახსენებთ, გლობალურმა საფინანსო ბაზარმა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, 9 მარტს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარდნა განიცადა.

bm.ge

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *