Disneyland-ი და Walt Disney World-ი თემატურ პარკებს ხურავს

Disneyland-ი და Walt Disney World-ი  თემატურ პარკებს ხურავს

Disneyland-ი და Walt Disney World-ი  მარტის ბოლომდე აშშ-ში მდებარე ყველა თემატურ პარკს ხურავს. მიზეზი კორონავირუსია.

Disneyland Park-ი და Disney California Adventure-ი დღეიდან დაიხურება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათთან კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა, კალიფორნიაში მთავრობის მითითებით, 250-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა არ არის რეკომენდებული, ამიტომაც აღნიშნულს Disneyland-იც ითვალისწინებს.

რაც შეეხება Walt Disney World-ს და Disneyland Paris-ს, ისინი კვირას დაიხურება. ხოლო იქ მდებარე სასტუმროები, სასადილო და საშოპინგო სივრცეები ღია დარჩება.

Disney-ი პარკების დახურვით დღეში დაახლოებით 13 მილიონ დოლარს დაკარგავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *