Tesla ნიუ-იორკის ქარხანას სასუნთქი აპარატების წარმოების მიზნით მალე აამუშავებს

Tesla ნიუ-იორკის ქარხანას სასუნთქი აპარატების წარმოების მიზნით მალე აამუშავებს

Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის რაც შეიძლება მალე ნიუ-იორკში მდებარე “გიგაქარხანას“ ხელახლა გახსნის, რათა დაიწყოს სასუნთქი აპარატების წარმოება. „ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს ძალებს არ აღემატება, რათა დავეხმაროთ ნიუ-იორკის მცხოვრებლებს“, – განაცხადა მასკმა.

აღნიშნულის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც ნიუ-იორკის მერმა ბილ დე ბლაზიომ მასკს მიმართა თხოვნით დახმარებოდა სასუნთქი აპარატების მომარაგებაში.

შეგახსენებთ, ნიუ-იორკი კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა, სადაც უკვე დაახლოებით 300 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ხოლო დაინფიცირებულია 30 000-ზე მეტი ადამიანი. დაინფიცირების დიდი რაოდენობის გამო, ნიუ-იორკში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია.

შექმნილი ვითარების გამო, ნიუ-იორკის გუნერბატორმა ენდრიუ კუომომ 20 მარტიდან ყველა არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიზნესის დახურვის ბრძანება გასცა, რათა ვირუსის გავრცელება შეეჩერებინათ. ამასთან, თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსის საკითხებში, დებორა ბირქსმა განაცხადა, რომ ყველა ვინც ნიუ-იორკში იმყოფებოდა, 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, Tesla ერთ-ერთი ტექნოლოგიური კომპანიაა იმათ შორის, რომლებიც აშშ-ის შექმნილი დეფიციტის გამო სამედიცინო აღჭურვილობით ამარაგებენ. მაგალითად, Apple-ი 10 მლნ დამცავი პირბადის დონაციის შესახებ აცხადებს, Facebook-ი კი 720 000 პირბადის დონაციას გეგმავს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *