ინფლაცია მთავრობას ბიუჯეტის შევსებაში ეხმარება

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმა 105.7%-ით შესრულდა. გეგმის გადაჭარბებით შესრულებას ლარის გაუფასურებამ და ინფლაციის დონის ამაღლებამ შეუწყო ხელი. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ლარის 1.80 კურსზე დაიგეგმა, გასულ ექვს თვეში კი ლარის კურსი საშუალოდ 2.20 იყო. კურსის გაუფასურებამ დოლარში მოზიდული საგარეო გრანტების და კრედიტების ლარში გამოსახული მოცულობა გაზარდა. ამასთან, ლარის გაუფასურებამ ინფლაციის ტემპი აამაღლა. საქსტატის ინფორმაციით, ივნისის ბოლოსთვის წლიურმა ინფლაციამ 4.5% შეადგინა. ვინაიდან ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალური მშპ-ის ზრდის (ნომინალური ზრდა ნიშნავს რეალური ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლის ჯამს) მიხედვით არის დაგეგმილი, საქონელსა და მომსახურებაზე ფასების მატება ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს ზრდის.

არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან (პრივატიზაციიდან) მიღებული შემოსავლების გეგმაზე 5-ჯერ მეტობა დაუგეგმავი შემოსავლის მიღებამ გამოიწვია. პირველი ორი კვარტლის გეგმაში საერთოდ არ იყო გათვალისწინებული რადიოსიხშირის სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გაყიდვიდან მისაღები შემოსავალი, რომელმაც 90.4 მლნ ლარი შეადგინა.

მნიშვნელოვანი ჩამორჩენაა საინვესტიციო შეღავათიანი კრედირეტების მოზიდვაში, რომლის გეგმაც 79.6%-ით შესრულდა.

ბიუჯეტის მუხლები (მლნ ლარებში)

6 თვის გეგმა

6 თვის შესრულება

შესრულება გეგმის მიმართ

შემოსულობები

4535

4794

105.7%

შემოსავლები

3691

3827

103.7%

გადასახადები

3504

3581

102.2%

გრანტები

90.5

100.4

110.9%

სხვა შემოსავლები

96.6

146

151.1%

არაფინანსურიაქტივებისკლება

26

136.6

525.4%

ფინანსურიაქტივებისკლება

33.4

38.7

115.9%

ვალდებულებებისზრდა

784.5

791.3

100.9%

საშინაო ვალდებულებების ზრდა

300

295

98.3%

საგარეო ვალდებულებების ზრდა

484.5

496.3

102.4%

საინვესტიციო შეღავათიანი კრედიტები

254.5

202.5

79.6%

ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები

230

294

127.8%

წინა სტატია

სავაჭრო ცენტრების სპასალარი
21 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

აიმაღლეთ ხმა და დაიცავით საკუთარი უფლებები
22 ივლისი, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
Nexia TA - ერთადერთი აუდიტორული კომპანია საქართველოდან, რომელმაც IAB-ის ცერემონიაზე ჯილდო მოიპოვა
საქართველო | ოქტ, 08, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა