ივნისში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 119 მილიონი ლარით შემცირდა

2015 წლის ივნისში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 119 მილიონი ლარით შემცირდა. ლარში გაცემული სესხები 98 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში გაცემული სესხები 182 მილიონი ლარით შემცირდა. საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 64%-ზე დაფიქსირდა. 2015 წლის პირველ ექვს თვეში ლარში გაცემული სესხების მოცულობა ჯამში 290 მილიონი ლარით გაიზარდა. დოლარში გაცემული სესხები 1 514 მილიონი ლარით გაიზარდა, თუმცა ზრდა ლარის კურსის გაუფასურებითაა გამოწვეული. თუ დოლარში გადავიყვანთ, 11.4 მილიონი დოლარით არის შემცირებული.

ივნისში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი 0.4% პუნქტით შემცირდა და 18.4% შეადგინა, ხოლო დოლარში გაცემულ სესხებზე 0.2% პუნქტით შემცირდა და 11.5%-ს გაუტოლდა.

წინა სტატია

პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში – უნიკალური პროდუქტი "ევროპა-ბეთისგან"
28 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

სილიკონის ველი წითლად იღებება
29 ივლისი, 2015
საქართველოს 100 უმსხვილესი კომპანია
რეიტინგი | აპრ, 15, 2019
ქართული ბიზნესი ნოტრ-დამის აღდგენაში გეგმავს მონაწილეობას
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 16, 2019
კრედო ბანკსა და ნიდერლანდების განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 06, 2019
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა