მეწარმეთა მოლოდინი პესიმისტურია

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) კვლევითი ცენტრი პერიოდულად აქვეყნებს ბიზნესის ნდობის ინდექსს. კვლევა 168 ბიზნესს სუბიექტს მოიცავს. ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის სტაბილურად ოპტიმისტური განწყობის შემდეგ, საქართველოს ბიზნესის ნდობა გაუარესდა.

ბიზნესის ნდობის ინდექსმა 2015 წლის მეორე კვარტალში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია და [-100, 100] შკალაზე 3.6 შეადგინა. ეს, 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, როდესაც ინდექსის მაჩვენებელი 24,5 იყო, მნიშვნელოვანი გაუარესებაა. ბიზნესის განწყობა შემცირდა ყველა ჭრილში. გაუარესებული განწყობა ვლინდება ყველა ეკონომიკურ სექტორსა და ბიზნესის ზომით კატეგორიაში; გავლენას ახდენს როგორც მიმდინარე საქმიანობაზე, ისე სამომავლო მოლოდინებზეც.

ბიზნესის ნდობის შემცირება გავლენას ახდენს ეკონომიკის ყველა სფეროზე, მაგრამ მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო შედეგი არის პირდაპირი დარტყმა ფინანსური სექტორის ნდობის მაჩვენებელზე. აღნიშნულ სექტორში დაფიქსირდა ყველაზე მკვეთრი შემცირება წინა კვარტალთან შედარებით. მაჩვენებელი 50,9-დან (2015 წლის პირველი კვარტალი) 0,1 პუნქტამდე დაეცა. ასეთი მკვეთრი გაუარესება, სულ ცოტა, ადგილობრივი ვალუტის 30%-იანი გაუფასურებით აიხსნება, რომელსაც მოჰყვა პოლიტიკური დაპირისპირება სავალუტო ბაზარზე ფინანსური ინსტიტუტების საქმიანობასთან დაკავშირებით.

წყარო: ISET-ის კვლევა.

წინა სტატია

უპირატესობა უბრალოებაშია
31 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

სწრაფი კვების კარგად დავიწყებული ძველები
31 ივლისი, 2015
QNET’s vision
ინტერვიუ | ოქტ, 02, 2018
233 დაგეგმილი პროექტი - ბრენდული სასტუმროები, რომელიც საქართველოში გაიხსნება
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 16, 2018
ბიძინა ივანიშვილის ქონება ერთ კვირაში $80 მილიონით შემცირდა
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 11, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა