ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში მსოფლიოს საფონდო ბირჟები მნიშვნელოვნად დაეცა, ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანას დედამიწაზე ახლა უფრო მეტი მილიარდერი ჰყავს, ვიდრე გასულ წელს. თუმცა, Forbes-ის მილიარდერთა სიაში წელს მილიარდერთა რიცხვი 2 153-დან 2095-მდე შემცირდა. მათგან ნახევარი კი ჩინეთზე ან აშშ-ზე მოდის.

ქვეყნების სიაში, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერი ცხოვრობს, აშშ-ი ლიდერობს 614 მილიარდერით. 2019 წელს შვიდით ნაკლები მილიარდერი იყო ამერიკაში. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსიც ხომ აშშ-ის მოქალაქეა.

მეორე ადგილზე ჩინეთია 389 მილიარდერით. ჩინეთის მილიარდერთა საერთო ქონება $1,2 ტრილიონია, რაც 22%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

რაც შეეხება ჩინეთისა და აშშ-ის გარდა სხვა ქვეყნებს, ათეულიდან შვიდ ქვეყანაში მილიარდერთა რაოდენობამ წელს გასულ წელთან შედარებით იკლო. მათ შორის არის გერმანია, ინდოეთი, ბრაზილია და საფრანგეთი.

რეგიონულ ჭრილში კი ყველაზე მეტი მილიარდერი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია, სადაც 778 მილიარდერი ცხოვრობს, გასულ წელს 768-ი იყო მათი რაოდენობა. კანადასა და ლათინური ამერიკის რეგიონში კი ერთად 1120 მილიარდერია, რომელთაც საერთო ჯამში $427 მილიარდის ოდენობის ქონება აქვთ. Forbes-ის მიხედვით, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში ერთად 72 მილიარდერი ცხოვრობს.

რაც შეეხება ქვეყნების ათეულს, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია, სია ასე გამოიყურება:

  1. აშშ – 614 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $2,9 ტრილიონი

უმდიდრესი ადამიანი: ჯეფ ბეზოსი ($113 მილიარდი)

  1. ჩინეთი – 389 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $1,2 ტრილიონი

უმდიდრესი ადამიანი: ჯეკ მა ($48 მილიარდი)

  1. გერმანია – 107 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $447 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ბეატ ჰაისტერი ($33 მილიარდი)

  1. ინდოეთი – 102 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $313 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: მაკეშ ამბანი ($36,8 მილიარდი)

  1. რუსეთი – 99 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $385 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ვლადიმირ პოტანინი ($19,7 მილიარდი)

  1. ჰონგ-კონგი – 66 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $300 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ლი შაუკი ($28,1 მილიარდი)

  1. ბრაზილია – 45 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $127 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ჟოზეფ საფრა ($19,9 მილიარდი)

  1. დიდი ბრიტანეთი – 45 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $153 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ლენ ბლავატნიკი ($17 მილიარდი)

  1. კანადა – 44 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $143 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: დევიდ თომსონი ($31,6 მილიარდი)

  1. საფრანგეთი – 39 მილიარდერი

მილიარდერთა საერთო ქონება: $304 მილიარდი

უმდიდრესი ადამიანი: ბერნარ არნო ($76 მილიარდი).

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *