სწრაფი კვების კარგად დავიწყებული ძველები

ერთი საყვარელი და ორი უცნაური მესკოტი ისევ მენიუშია.

ნაკლებად შემწვარი ბურგერის ხორცის მსგავსად, სწრაფი კვების ინდუსტრიაში მესკოტების ტრიოც ბრუნდება წარსულიდან. ადრეული მაისიდან მოყოლებული, კლასიკური სარეკლამო პერსონაჟები McDonald’s-მაც (ჰამბარგლარი, ანუ ჰამბურგების ქურდი), Burger King-მაც (მეფე) და KFC-მაც (პოლკოვნიკი სანდერსი) გააცოცხლეს, რამაც მათ სოციალური მედიის ხანაში ტრენდული სიკაშკაშე მოუტანა.

ცხადია, ეს ყველაფერი დიდი ბიზნესის საკითხია: 2014-ში 12-დან 17 წლამდე ბავშვებმა სწრაფი კვების საშუალოდ 1,620 რეკლამა ნახეს (დღეში ოთხზე მეტი). რესტორნების სამმა ქსელმა ამ რეკლამების დახმარებით $42.7 მილიარდის შემოსავალი გაინაღდა.

მეფე

BURGER KING-ის შემოსავალი 2014 წელს: $1.06 მილიარდი

დებიუტი: მეფე შორეულ 1950-იანებში ვოპერზე (კომპანიის საფირმო ბურგერი) მჯდომი, ლურჯი ბრიჯით, ჯორჯ ვაშინგტონის იერითა და გაზიანი სასმელის უზარმაზარი ჭიქით გავიცანით. ის ჭიქა იმდენად დიდი იყო, რომ მეფის მთელ ამალას დამართებდა დიაბეტს და კიდევ მორჩებოდა.

როდიდან: სამოციანების ბოლოს BURGER KING-მა განახლებული მესკოტი წარმოადგინა, უფანტაზიო სახელით „KURGER BING“, რომელიც ხუთი წლისასჰგავდა (სავარაუდოდ, ტახტის მემკვიდრე იქნებოდა). 2000-იანების დასაწყისში ქსელის ტელერეკლამებში მეფის როლში ჩვეულებრივი ადამიანი ჩნდებოდა, გაშეშებული გამომეტყველების მქონე დიდი პლასტიკური ნიღბით.

დღეს: დაბრუნდა მეფე იგი დევნილობიდან! გავრცელებული ცნობებით, Burger King-მა $1 მილიონი გადაიხადა იმისთვის, რომ მანი პაკიაოსა და ფლოიდ მეივეზერის ჩხუბისას მეფე ამ უკანასკნელის ამალაში ყოფილიყო. $200,000 ღირდა ჩემპიონი ცხენის, ემერიქან ფაროას მწვრთნელის გვერდზე მეფის ჯდომა. ცხადია, ამ ყველაფერს რეკლამებში დაბრუნებაც ერთვის.

ჰამბარგლარი

MCDONALD’S-ის შემოსავალი 2014 წელს: $27.4 მილიარდ

დებიუტი: შფოთიანი ქურდი ტროლისებრი იერით, პატიმრის ტანსაცმლით, შავი მოსასხამითა და გრძელი წარწერიანი (Lone Jogger) მაისურით დაახლოებით 1975-ში გამოჩნდა. 70-იანები უცნაური დრო იყო.

როდიდან: 1985-ში McDonald’s-მა პერსონაჟი უფრო სამულტფილმო გახადა: ჰამბარგლარი საშიშიდან ცელქად გადაიქცა. ის პენსიაზე კიდევ ორი ათწლეულის შემდეგ გავიდა.

დღეს: მაკდონალდსმა ახალი ჰამბარგლარი მაისის დასაწყისში გაგვაცნო. ამჯერად მის როლს აუტანელი ჰიპსტერი ასრულებს, სამდღიანი გაუპარსაობით, რომელიც ფილეს ბურგერის რეკლამის ვარსკვლავი გახდა.

პოლკოვნიკი სანდერსი

KFC-ის შემოსავალი 2014 წელს: $14.2 მილიარდი

დებიუტი: ნამდვილმა ჰარლენდ სანდერსმა Kentucky Fried Chicken-ი 1930-ში დააარსა. ქათმის საფირმო კასრზე (chicken bucket) ის პირველად 1957-ში გამოჩნდა.

როდიდან: პოლკოვნიკი (საპატიო წოდება, რომელიც სანდერსს კენტუკის გუბერნატორმა მიანიჭა) 1980 წელს, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის მისი სახასიათო თეთრი კოსტიუმით დაკრძალეს. 1990-იანების ბოლოს, KFC-ის რეკლამებში მსახიობ რენდი ქუეიდის მიერ გახმოვანებული ჩაფსკვნილი, მხიარული პოლკოვნიკი ჩნდებოდა.

დღეს: მაისში ტელერეკლამებში პოლკოვნიკის როლში პირველად გამოჩნდა დერელ ჰამონდი (რომელიც Saturday Night Live-ში ბილ კლინტონის ზუსტი განსახიერებითაა ცნობილი). გამოჩნდა და დაიყროყინა: „დავბრუნდი, ამერიკავ!“ და ეს... თითების ჩასაკვნეტად კარგია?

წინა სტატია

მეწარმეთა მოლოდინი პესიმისტურია
31 ივლისი, 2015

შემდეგი სტატია

ნატურალური ქალი
03 აგვისტო, 2015
რომელ ბანკებს აქვთ ყველაზე მეტი “უმოქმედო სესხი”
ახალი ამბები ქართულად | ნოე, 19, 2018
10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც საქართველოში ვიზიტისას ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ
ახალი ამბები ქართულად | დეკ, 05, 2018
საქართველოს ბანკი QR გადახდებს ნერგავს
საქართველო | დეკ, 05, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა