დროის მართვა ისწავლება

დრო ძვირად ფასობს და ზედმეტი არავის არასდროს აქვს. თუმცა მისი ღირებულებიდან გამომდინარე ცოტა თუ აანალიზებს დროის სწორად გამოყენების აუცილებლობას. ის კი ვინც აფასებს მას და სარფიანადაც იყენებს, უნდა ვივაურაუდოთ, რომ დანარჩენებზე მეტად წარმატებული და დასვენებულია.

მსოფლიოს მრავალი ბიზნესორგანიზაცია დროის მართვის მეთოდოლოგიას GTD-ის (Getting Things Done) იყენებს. სპეციალური ფორმულების მიხედვით კომპანიები დროის ოპტიმალურად ხარჯვას, პროდუქტიულობის ამაღლებასა და მინიმალურ დროში მაქსიმალური შედეგის მიღწევას სწავლობენ. GTD მეთოდოლოგია კომპანიებში სამუშაო გეგმის სრულად და ეფექტიანად შესრულებას უზრუნველყოფს.

მეთოდოლოგია შექმნილია Time Lord-ის სახელით ცნობილი დევიდ ალენის მიერ, რომელიც ამავე სახელწოდების (Getting Things Done) წიგნის ავტორია. მსოფლიოს მასშტაბით გაყიდულმა 2 მილიონამდე ეგზემპლიარმა ალენს საერთაშორისო მასშტაბით მოუტანა აღიარება და მისი განსაკუთრებულად სახასიათო ორატურული ნიჭის გამო, ალენი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სპიკერად გარდაიქმნა. ასეულობით საჯარო გამოსვლის შემდეგ, Time Lord-მა არაერთი ახალი დამსახურებული სტატუსი შეიძინა. ის გახლავთ:

✔ მეცხრე ადგილის მფლობელი მსოფლიოს 30 საუკეთესო ბიზნესლიდერს შორის (American Management Association)
✔ ერთ-ერთი აშშ-ს 5 საუკეთესო ტრენერს შორის (Forbes)
✔ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე (Fast Company Magazine)
✔ საერთაშორისო მასშტაბით გაყიდული 2 მილიონი წიგნის ავტორი - Getting Things Done

და ბოლოს, მისი კლიენტები არიან: Harvard University, U.S Air force, The world bank, Nestle და ეს სრული სია არ არის.

ქართული ბიზნეგარემო მსგავსი სპიკერებისგან სწავლებით განებივრებული არასოდეს ყოფილა. ჯერ კიდევ თებერვალში საქართველოს პირველად ეწვია მსოფლიო გაყიდვების გურუ - ბრაიან ტრეისი. ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია - "პროსპექტმა" დამსწრე აუდიტორიისგან ღონისძიების წარმატებით განხორციელებისათვის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. სწორედ ამ ფაქტმა და დიდმა მოთხოვნამ განაპირობა ის, რომ "პროსპექტმა" ახალი გურუს ჩამოსაყვანად მრავალთვიანი სამუშაოები განახორციელა და  დევიდ ალენი საქართველოში ვიზიტზე დაითანხმა. Time Lord კავკასიის რეგიონში მის პირველ ვიზიტს 31 ოქტომბერს, თბილისში გეგმავს. სასტუმროთა ქსელ “ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“ ერთდღიანი მასტერკლასი უკვე ქართული ბიზნესაუდიტორიისათვის მოეწყობა.

მოლოდინი დიდია, ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა რაოდენობა - უფრო დიდი. თუმცა ამ შემთხვევაშიც ისევე, როგორც ბრაიან ტრეისის მასტერკლასზე, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. თუმცა მას, ვინც Time Lord-ის სემინარზე მოხვდება, უნდა ვივარაუდოთ, რომ 31 ოქტომბრის შემდეგ ეცოდინება - როგორ შეასრულოს დაკისრებული სამუშაო ნაკლებ დროში სტრესისგან  გათავისუფლებულმა, როგორ მიაღწიოს საკუთარ მაქსიმუმს და კარიერული წინსვლის პარალელურად თავისუფალი დრო ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვისაც დაიტოვოს.

წინა სტატია

აგვისტოში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 17 მილიონი დოლარით გაიზარდა
07 სექტემბერი, 2015

შემდეგი სტატია

ინტერნეტი ძლევამოსილი კალიფორნიული გვალვის წინააღმდეგ
08 სექტემბერი, 2015
ბრიტანულმა სასამართლომ ირაკლი რუხაძე Salford-ის მილიარდიანი პროექტის მითვისებაში ამხილა
საქართველო | ნოე, 07, 2018
მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტები
ახალი ამბები ქართულად | ოქტ, 31, 2018
ნავთობის მსოფლიო ფასი 27 პროცენტით შემცირდა
მსოფლიო | ნოე, 14, 2018
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker
მილიარდერების რეიტინგი - Real Time
იხილეთ ყველა