ჯეკ მა SoftBank-ის საბჭოს ტოვებს

ჯეკ მა SoftBank-ის საბჭოს ტოვებს

Alibaba-ს დაფმფუძნებელი, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა იაპონური კონგლომერატის SoftBank-ის საბჭოს ტოვებს. აღსანიშნავია, რომ Alibaba-ის ერთ-ერთი ყველაზე პირველი ინვესტორი სწორედ SoftBank-ი იყო. ამასთან, SoftBank-ის ხელმძღვანელი მასაიოში სონი Alibaba-ს საბჭოს წევრია. მისი ქონება Forbes-ის მიხედვით, $22.6 მილიარდია.

რაც შეეხება 55 წლის ჯეკ მას, მისი ქონება ბოლო მონაცემებით, $41.8 მილიარდს შეადგენს. ჯეკ მამ გასულ წელს, Alibaba-ს თავმჯდომარის პოსტი დატოვა და საქველმოქმედო საქმიანობაში ჩაერთო აქტიურად, თუმცა, კომპანიის საბჭოს წევრის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. რაც შეეხება SoftBank-ის საბჭოს, ჯეკ მა, მას 25 ივნისისთვის ოფიციალურად დატოვებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *